ოთო ფოლადაშვილისა და ჯულიანა ბარგნარის სასცენო წყვილს ბევრი გულშემატკივარი ჰყავს. ისინი პოპულარული შოუ „ცეკვავენ ვარსკვლავების“ უცვლელი მონაწილეები არიან და საზოგადოების მხრიდან ყოველთვის დიდ მოწონებას იმსახურებენ. მათ მონაწილეობა არაერთ საერთაშორისო კონკურსშიც აქვთ მიღებული და ამ ხნის მანძილზე უამრავი ჯილდოც დაიმსახურეს. წყვილს საკუთარი ცეკვის სტუდიაც აქვს, სახელწოდებით „Oto & Juliana Project”, სადაც მსურველებს სამეჯლისო და სპორტულ ცეკვებს ასწავლიან. ოთოსა და ჯულიანას ურთიერთობა არაერთხელ გამხდარა საზოგადოებისთვის განხილვის საგანი.

ამჯერად წყვილი „სიცრუის დეტექტორის“ საახალწლო გადაცემას სტუმრობდა, სადაც ერთმანეთს კითხვები დაუსვეს. ჯულიანას კითხვაზე, მიატოვებდა თუ არა მას ოთო, როგორც მეწყვილეს, უკეთესი შეთავაზების შემთხვევაში, ოთომ განმარტა, რომ არა. ხოლო ოთოს კითხვას, ეჭვიანობს თუ არა ჯულიანა, როცა ის სხვა ქალთან ერთად ცეკვავს, ჯულიანამ უპასუხა, რომ კი, თუმცა განმარტა, რომ ეს მხოლოდ პროფესიული ეჭვიანობაა.