„შუადღე ლაივის“ "ტიკ-ტოკ" გვერდზე გოგოლა კალანდაძის, ანა ქურთუბაძისა და ირინა ონაშვილის სახალისო ვიდეო გამოქვეყნდა, რომელმაც გამომწერების მხრიდან დიდი მოწონება დაიმსახურა. ვიდეოში ჩანს, როგორ ასრულებს ირინა ონაშვილი ქართულ სიმღერას, ხოლო ანა ქურთუბაძე და გოგოლა კალანდაძე მას აკომპანიმენტს უწევენ.