"ახალი წელი, ახალი დასაწყისი. მალე შევხვდებით", - ვკითხულობთ Hulu-ს მიერ გამოქვეყნებულ პოსტში, რომელიც ახალი სეზონის დაწყებას გვამცნობს.
კარდაშიანების ოჯახის შესახებ გადაღებული რეალითი-შოუს, Keeping Up With the Kardashians-ის დასრულება ოჯახმა 2020 წლის სექტემბერში დააანონსა. 14 წლის განმავლობაში შოუმ კარდაშიან-ჯენერები მთელ მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე მდიდარ და გავლენიან სახეებად აქცია. ისინი ფლობენ არაერთ მსხვილ ბიზნესს და მათი შემოსავლები მილიარდებს აღემატება.
ამ განცხადებიდან 3 თვის შემდეგ Hulu-მ გაავრცელა ინფორმაცია, რომ 2021 წელს კარდაშიანების ოჯახთან ახალი პროექტის შესაქმნელად რამდენიმემილიონიან შეთანხმებას მიაღწია.
განაგრძეთ კითხვა