ქართველ მომღერალს, თამთა გოდუაძეს, მსოფლიოს არაერთ ქვეყანაში იცნობენ. ის განსაკუთრებით პოპულარულია საბერძნეთში, სადაც ცხოვრობს და არაერთ მუსიკალურ პროექტში იღებს მონაწილეობას. თამთა საქართველოში ფართო საზოგადოებამ სულ რამდენიმე წლის წინ გაიცნო, როცა ერთ-ერთ რეიტინგულ შოუში ჟიურის წევრის ამპლუა მოირგო. თამთას არაორდინარული სტილი მალევე გახდა განხილვის საგანი, თუმცა მან ქართველი მაყურებლისა და მსმენელისთვის თავის შეყვარება მარტივად მოახერხა. მისი თბილი დამოკიდებულება შოუს მონაწილეების მიმართ ყოველთვის დიდ აღფრთოვანებას იწვევდა. შოუს გამარჯვებული კი სწორედ მისი მენტორობის ქვეშ მყოფი მონაწილე გახდა.
თამთა გოდუაძე სოციალურ ქსელში აქტიურობით გამორჩევა. სულ ცოტა ხნის წინ მან საკუთარ გამომწერებს შობის დღესასწაული მიულოცა, ამჯერად კი კადრები საკუთარი დაბადების დღიდან გაუზიარა. მომღერალი 41 წლის გახდა. მან იუბილე მეგობრების წრეში აღნიშნა. წვეულებაზე კი მან დაბადების დღის აქსესუარები მოირგო და, როგორც ვიდეოში ჩანს, დრო მხიარულად გაატარა.