ჰალოთერაპია (მარილის ოთახი) - ეს არის გაჯანსაღების, პროფილაქტიკის, მკურნალობისა და რეაბილიტაციის მეთოდი, რომელიც ეფუძნება ბუნებრივი მიწისქვეშა მარილის თერაპიული მღვიმეების მსგავსი პარამეტრების მქონე ხელოვნური მიკროკლიმატის გამოყენებას.
ჰალოთერაპია ერთ-ერთი საუკეთესო ბუნებრივი მკურნალობის მეთოდია, რომელიც საკუთარი ორგანიზმის ძალების გააქტიურების ხარჯზე მუშაობს. სწორედ ამიტომ უყვართ ეს არამედიკამენტოზური მკურნალობის მეთოდი ექიმებსა და პაციენტებს.
როგორია მარილის ოთახი და რა ხდება შიგნით?
ჰალოკამერა არის ოთახი, რომელშიც შექმნილია მარილის გამოქვაბულის ან სპელეომაღაროს პირობები. კედლები და იატაკი დაფარულია ქვა-მარილით, რომელიც მოქმედებს როგორც იონიზატორი და აუმჯობესებს ჰაერის ხარისხს. ჰალოკამერაში იფრქვევა აეროზოლი - ნატრიუმის ქლორიდის სპეციალური ხსნარი, რომელშიც 90%-მდე მცირე ნაწილაკებს აქვთ 0,5-5 მიკრონი ზომა. ასეთი ნაწილაკები, თავისი ზომის დამსახურებით, ადამიანის სასუნთქი გზების ღრმა ნაწილებში აღწევენ, ამცირებენ ინფექციური და ანთებითი პროცესების აქტივობას, აძლიერებენ და ააქტიურებენ იმუნურ სისტემას.
ჰალოკამერაში სამკურნალო ატმოსფეროს ქმნის ჰაერის განსაზღვრული ტენიანობა და ტემპერატურა, ჰაერის მსუბუქი უარყოფითი იონები და ნატრიუმის ქლორიდით გაჯერებული ჰაერი.
როგორ მოქმედებს მარილის ოთახი სხეულზე
ჰალოთერაპია ხსნის ანთებას და აქვს ანტიალერგიული ეფექტი. ხელს უწყობს ბრონქული ნახველის გამოყოფას, აძლიერებს ნერვულ სისტემას, აუმჯობესებს ძილს, ხსნის სტრესს, ამშვიდებს ნერვებს და ანიჭებს დასვენების შეგრძნებას ადამიანს.
გამოიყენება შემდეგი დაავადებების სამკურნალოდ:
• ასთმა
• ბრონქიტი/ბრონქოსპაზმი
• პნევმონია
• სასუნთქი სისტემის ხშირად მორეციდივე ინფექციები
• ალერგიული და ვაზომოტორული რინიტი
• მწეველთა ხველა
• სინუსიტი (ჰაიმორიტი, ფრონტიტი)
• ტონზილიტი
• ფარინგიტი
• ცისტური ფიბროზი
• ალერგია
• ფსორიაზი
• ეგზემა
• დერმატიტი, ნეიროდერმიტი
• აკნე
• სებორეა
• ცელულიტი
• მოდუნებული კანი
• ძნელად შეხორცებადი ჭრილობები
• ესთეტიკური ქირურგიის შემდგომი რეაბილიტაცია
• ნევროზი
• რევმატიზმი
• ართრიტი
• ქრონიკული დაღლილობის სინდრომი
• სტრესი
• ძილის დარღვევები
• კონცენტრაციის დეფიციტი
• ზოგადი პროფილაქტიკისთვის
სად შეიძლება ჰალოთერაპიის კურსის ჩატარება თბილისში?
ჰალოთერაპიის უნიკალური მეთოდით მკურნალობა თბილისის ბალნეოლოგიურ SPA კურორტში შეგიძლიათ. ჰალოთერაპია, ზემოთ ჩამოთვლილი სიმპტომების გარდა, ასევე რეკომენდებულია სპორტსმენებისთვის, ვარჯიშის პერიოდში ძალების სწრაფად აღსადგენად.
ჰალოთერაპიას არ აქვს უარყოფითი, გვერდითი ეფექტები და არც ასაკია შეზღუდული.
კურსი 15-20 პროცედურისგან შედგება. ერთი პროცედურის ხანგრძლივობა კი 20 წუთია.