სასიამოვნო და დაუვიწყარი მოგზაურობის გატარება საყვარელ ადამიანთან ერთად ნებისმიერ ქალაქშია შესაძლებელი, თუმცა არსებობს ადგილები, რომლებიც თქვენს მოგზაურობას უფრო მეტ რომანტიკულობას და მრავალფეროვნებას შესძენს.
ჩვენ გთავაზობთ ყველაზე რომანტიკული ქალაქების ჩამონათვალს, სადაც თქვენს მეორე ნახევართან ერთად საუკეთესო დღეების გატარებას შეძლებთ.
სანტორინი, საბერძნეთი
ეს ზღაპრული ქალაქი არაჩვეულებრივი ადგილია საყვარელ ადამიანთან ერთად სამოგზაუროდ. შთამბეჭდავი ხედები, ულამაზესი თეთრი და ფერადი ქუჩები, კრისტალივით სუფთა ზღვა ნამდვილად ქმნის ყველაზე რომანტიკულ გარემოს. სწორედ ამიტომ, სანტორინი ყველაზე პოპულარული ადგილი გახდა ქორწილებისთვის, ხელის თხოვნის ცერემონიებისთვის, საქორწილო მოგზაურობისთვის და ზოგადად, წყვილებისთვის.
საბერძნეთის ავიაბილეთები ყველაზე იაფად შეგიძლიათ Avia.ge-ს საძიებო სისტემის დახმარებით შეიძინოთ.
ბარსელონა, ესპანეთი
ესპანეთის ყველაზე პოპულარული ტურისტული მიმართულება შესანიშნავი ადგილია პარტნიორთან ერთად სამოგზაუროდ. ულამაზესი არქიტექტურა, საინტერესო ისტორია, საოცარი სანახაობა მზის ჩასვლისას და უგემრიელესი საჭმელი - რა შეიძლება ინატრო ამაზე მეტი?
ავიაბილეთები ბარსელონის მიმართულებით შეგიძლიათ შეიძინოთ ქუთაისიდან. ავიაკომპანია Wizz Air-ი გვთავაზობს ყველაზე იაფ ავიაბილეთებს ამ მიმართულებით.
ვენეცია, იტალია
ეს სია წარმოუდგენელია ვენეციის გარეშე. ეს ქალაქი ყოველთვის იყო წყვილების საყვარელი მიმართულება სამოგზაუროდ და ეს გასაკვირი არც არის. გონდოლებით გასეირნება და ულამაზესი ვენეციის ხედებით დატკბობა თქვენ და თქვენს საყვარელ ადამიანს დაუვიწყარ მოგონებას შეგიქმნით.
ვენეციის ავიაბილეთები თბილისიდან შეგიძლიათ შეიძინოთ ტრანზიტულ რეისებზე.
პარიზი, საფრანგეთი
ეს სია სრულყოფილი ვერ იქნება თვით „სიყვარულის ქალაქის“ გარეშე. პარიზი შეყვარებულ წყვილებს მსოფლიოს ყველა წერტილიდან იზიდავს რომანტიკული არდადეგების გასატარებლად. ამ ქალაქში ფეხით თუ ნავით გასეირნება, ღირსშესანიშნაობების მონახულება, უგემრიელესი კერძების დაგემოვნება და ეიფელის კოშკის ფონზე შამპანურის მირთმევა ყველაზე რომანტიკულ მოგზაურობას გაჩუქებთ.
პარიზის ავიაბილეთების შეძენა თბილისიდან შეგიძლიათ AirFrance-ის პირდაპირ რეისებზე ან Pegasus Airlines-ის ტრანზიტულ რეისებზე საუკეთესო ფასად.
ლუბლიანა, სლოვენია
სლოვენიის დედაქალაქის ამ სიაში ყოფნას ალბათ არ ელოდით, თუმცა ის ნამდვილად იმსახურებს ყველაზე რომანტიკული ქალაქების გვერდით ყოფნას. ბევრი ადამიანი ფიქრობს, რომ ქალაქის სახელი, რომელიც „შეყვარებულ ადამიანს“ ნიშნავს, დამთხვევა არ არის და ის მართლაც განსაკუთრებული ადგილია შეყვარებული წყვილებისთვის. ულამაზესი ხედებითა და სანახაობებით სავსე ქალაქი მართლაც განსაკუთრებული და დაუვიწყარი ადგილი გახდება თქვენთვის და თქვენი საყვარელი ადამიანისთვის.
სლოვენიის მიმართულებით სრულდება ტრანზიტული ფრენები, რომლებსაც Avia.ge-ს საძიებო სისტემაში ნახავთ და საუკეთესო ფასად შეიძენთ.