სიახლე

"მქონდა ფინანსური კრიზისიც... როცა ქირით ცხოვრობ, ეს ხშირია" - როგორია ცნობილი იუმორისტისა და "ინფლუენსერის" ცხოვრება

"მქონდა ფინანსური კრიზისიც... როცა ქირით ცხოვრობ, ეს ხშირია" - როგორია ცნობილი იუმორისტისა და "ინფლუენსერის" ცხოვრება
"კო­მე­დი შოუს" მსა­ხი­ო­ბი თემო ნი­ქა­ბა­ძე რე­ა­ლურ ცხოვ­რე­ბა­შიც მხი­ა­რუ­ლი ადა­მი­ა­ნი გახ­ლავთ. პო­ზი­ტი­უ­რი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბის გამო ფი­ნან­სებ­თან და­კავ­ში­რე­ბულ კრი­ზი­სულ პე­რი­ო­დებ­სა და სხვა ტი­პის პრობ­ლე­მებ­საც იო­ლად უმკლავ­დე­ბა. მონ­დო­მე­ბი­სა და მიზ­ნის­კენ სწრაფ­ვის შე­დე­გად დღეს თე­მოს ისე­თი სამ­სა­ხუ­რი აქვს, რო­გორ­ზეც ოც­ნე­ბობ­და...

- ფუ­ლის სა­ჭი­რო­ე­ბა მა­შინ უფრო გა­ვი­აზ­რე, როცა სა­ცხოვ­რებ­ლად თბი­ლის­ში გად­მო­ვე­დი, რად­გან მა­ნამ­დე იმე­რეთ­ში (ფარ­ცხა­ნა­ყა­ნევ­ში) ოჯახ­თან ერ­თად ვცხოვ­რობ­დი და საკ­ვე­ბის სა­კი­თხი არ მე­ხე­ბო­და - შინ ყო­ველ­თვის გამ­ზა­დე­ბუ­ლი საჭ­მე­ლი მხვდე­ბო­და. როცა მარ­ტო ცხოვ­რე­ბა და­ვი­წყე, მა­შინ გა­ვი­აზ­რე, რომ ცხოვ­რე­ბის­თვის ფული სა­ჭი­როა.

- თბი­ლის­ში
სა­ცხოვ­რებ­ლად გად­მოს­ვლი­სას შე­მო­სა­ვა­ლი გქონ­და?

- თავ­და­პირ­ვე­ლად - არა. შემ­დეგ ტე­ლე­ვი­ზი­ა­ში სტა­ჟი­რე­ბა გა­ვი­ა­რე. მერე, როცა სამ­სა­ხურ­ში ოფი­ცი­ა­ლუ­რად ამიყ­ვა­ნეს, შე­მო­სა­ვა­ლიც გა­მიჩ­ნდა. მე­ხუ­თე წე­ლია, ტე­ლე­ვი­ზი­ა­ში ვმუ­შა­ობ. და­მა­ტე­ბი­თი სამ­სა­ხუ­რი არ მქო­ნია. ვე­ცა­დე, მაგ­რამ დატ­ვირ­თუ­ლი რე­ჟი­მის გამო ისე­თი დაღ­ლი­ლი ვი­ყა­ვი ხოლ­მე, რომ და­მა­ტე­ბით სხვა­გან მუ­შა­ო­ბას ვერ ვა­ხერ­ხებ­დი.

- პირ­ვე­ლი ჰო­ნო­რა­რი რაში და­ხარ­ჯე, თუ გახ­სოვს?

- ბი­ჭებ­მა ხინ­კა­ლი ვჭა­მეთ. კარ­გად და­მა­მახ­სოვ­რდა - პირ­ველ ჰო­ნო­რარს სხვაგ­ვა­რი მუ­ღა­მი აქვს... ისე­თი თან­ხაც არ მი­მი­ღია, რომ რამე უფრო სე­რი­ო­ზუ­ლი გა­მე­კე­თე­ბი­ნა (იღი­მის).



- თავ­და­პირ­ვე­ლად, შე­მო­სავ­ლის გა­რე­შე რო­გორ ცხოვ­რობ­დი?

- მშობ­ლე­ბი მეხ­მა­რე­ბოდ­ნენ, ასე­ვე - ბიძა, რო­მე­ლიც გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად მგულ­შე­მატ­კივ­რობ­და. როცა ადა­მი­ა­ნი სხვა ქა­ლაქ­ში სა­ცხოვ­რებ­ლად მარ­ტო გა­და­დი­ხარ, ძა­ლი­ან რთუ­ლია, ყვე­ლა­ფერ­თან გამ­კლა­ვე­ბა და­მო­უ­კი­დებ­ლად შეძ­ლო. ოჯახ­მა დიდი დახ­მა­რე­ბა გა­მი­წია.

- თუ შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას, რომ დღეს ფი­ნან­სუ­რად და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი ხარ?

- დიახ, რად­გან რამ­დე­ნი­მე წე­ლია, ოჯახს თა­ვად ვეხ­მა­რე­ბი, რო­გორც შე­მიძ­ლია. ეს ძა­ლი­ან მა­ხა­რებს, მსი­ა­მოვ­ნებს...

- ფი­ნან­სუ­რი და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის პე­რი­ოდ­ში კრი­ზი­სი შე­გქმნია?

- კი, რა თქმა უნდა, რად­გან ეგ დრო ყვე­ლას ცხოვ­რე­ბა­ში დგე­ბა. მით უმე­ტეს, როცა ქი­რით ცხოვ­რობ, ასე­თი შემ­თხვე­ვა უფრო ხში­რია. მსგავ­სი პრობ­ლე­მე­ბი თავ­და­პირ­ვე­ლად უფრო მქონ­და. მერე, ასე თუ ისე, სი­ტუ­ა­ცია და­ლაგ­და და ნელ-ნელა კი­დევ უფრო ლაგ­დე­ბა... სა­ერ­თოდ, ვცდი­ლობ, ყვე­ლა უარ­ყო­ფით სა­კითხს და­დე­ბი­თად მი­ვუდ­გე. მე­გობ­რე­ბის დახ­მა­რე­ბით და ჩემი რწმე­ნი­თაც, რომ ყვე­ლა­ფერს და­დე­ბი­თად უნდა შევ­ხე­დო, "ჩა­ვარ­დნებს" ვა­მარ­ცხებ, რა...

განაგრძეთ კითხვა


FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif
გამოკითხვა
რას ელოდებით ახალი წლისგან?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
2728293031 1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31
e87a93