ეკო ფანგანი სოციალურ ქსელში განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს. ის ბევრისთვის საყვარელი ტელესახეა. ეკო „ინსტაგრამზე“ ხშირად აქვეყნებს საკუთარ ფოტოებს, მისი სტილი და ვიზუალი კი ყოველთვის უამრავ კომპლიმენტს იმსახურებს. ტელეწამყვანი გამომწერებს ხშირად აძლევს რჩევებსაც თავის მოვლასა და სწორ კვებასთან დაკავშირებით.
ამჯერად ეკო ფანგანი ფოტოებს იზოლაციიდან აქვეყნებს. როგორც მან განმარტა, კორონავირუსი დაუდასტურდა: „ძველით ახალი წელი მიყვარს ბავშვობიდან, თუმცა წელს ვხვდები ასე უჩვეულოდ, სულ მარტო, კოვიდ/ომიკრონ დადებითი. როგორც ხედავთ, არ ვიწყენ. ჩემი კოვიდის ამბებს ამ დღეებში მოგიყვებით აუცილებლად, მანამდე კი ყველას გილოცავთ კალანდას შემობრძანებას (როგორც გურულები ეძახიან). სიკეთე, სიხარული, მშვიდობა ხვავი-ბარაქა შემოსულიყოს ჩვენს გულებში, ჩვენს სახლებში და ჩვენს სამშობლოში. ვისაც აინტერესებს, როგორ გამოვიყურები კოვიდის მეხუთე დღეს, მეც აქვე ვარ. გკოცნით, გეხვევით, გამოუსწორებელი ოპტიმისტი და თქვენი მონა-მორჩილი ეკო ფანგანი“ - წერს ტელეწამყვანი.