90-იანი წლების ყველაზე პოპულარული ტელეწამყვანი თეა გვასალია ონლაინ სწავლებასთან დაკავშირებით პოსტს აქვეყნებს და მშობლებს მიმართავს:
"ფეისბუქზე წავიკითხე, განათლების სამინისტრო წერდა, მეორე სემესტრშიც ათასობით მშობელმა დაწერა განცხადება შვილების ონლაინ სწავლებაზე დატოვების შესახებო და კომენტარებში რა ხდებოდა, კი წარმოიდგენთ (ბავშვების დაჩლუნგება გინდათ, სკოლაში არ დადიან და ეზოში კარგად თამაშობენ, დილით ადგომა ეზარებათ, გაუნათლებელ თაობას მივიღებთ და ა.შ.).
იქ კამათში ჩაბმას აზრი არ ქონდა და აქ, ჩემს კედელზე საკუთარ გამოცდილებას დავწერ. ჩემი ტყუპებიც ონლაინ სწავლობენ, მეცხრე კლასში არიან, სექტემბრიდან დღემდე ერთი გაკვეთილი არ გაუცდენიათ, დამთავრებული არაა სკოლა, რომ სხდებიან, საშინაო დავალებებს და პროექტებს აკეთებენ და მასწავლებლებს უგზავნიან, ჯერ ათზე ნაკლები ნიშანი არ მიუღიათ და ონლაინ სწავლებას ისეთივე პასუხისმგებლობით ეკიდებიან, როგორც დასწრებულს.
იხილეთ სრულად