ტელეწამყვანი სალომე გოგიაშვილი სოციალურ ქსელში აქტიურობით გამოირჩევა. ის ხშირად აქვეყნებს სახალისო ვიდეოებს, პირად თუ ოჯახურ კადრებს და გამომწერების მხრიდან ყოველთვის დადებით შეფასებას იღებს.
ამჯერად მან ჟურნალ "თბილისელებთან" ოჯახსა და ქალის ფინანსურ დამოუკიდებლობაზე ისაუბრა: "სახლში ჩაჯდომა და ქმრის ხარჯზე ცხოვრება „მეგოიმება“. მხოლოდ ფულში არ არის საქმე, უბრალოდ, შენი პატარა საქმე ყოველთვის უნდა გქონდეს, სახლიდან რომ გახვიდე და ტონუსშიც იყო, დაფასებული, მობილიზებული და თვითრეალიზებული. მოკლედ, მე უსაქმურად არასდროს ვყოფილვარ, სულ აქტიური ვიყავი და ვარ, რეკლამებში ვარ ჩართული, გავაკეთე ტანსაცმლის მაღაზია, ჩემი ბიზნესი მაქვს და „ტიკ-ტოკერიც“ გავხდი…“ - აღნიშნა მან.