"ის ერთი ნაჭერი ობიანი შავი პური გავიყოთ, ოღონდ შენთან ყოფნა მინდა-მეთქი..." - ლაშა გურგენიძე ბავშვთა სახლსა და ციხეში გატარებულ პერიოდზე საუბრობს - Marao

"ის ერთი ნაჭერი ობიანი შავი პური გავიყოთ, ოღონდ შენთან ყოფნა მინდა-მეთქი..." - ლაშა გურგენიძე ბავშვთა სახლსა და ციხეში გატარებულ პერიოდზე საუბრობს

2022-01-20 10:13:31+04:00


მსახიობმა ლაშა გურგენიძემ გადაცემაში "სიცრუის დეტექტორი" მძიმე ბავშვობა გაიხსენა და თქვა, რომ 6 წლის ასაკში ბავშვთა სახლში მოხვდა.

"მძიმე პერიოდი იყო, კუპონები, 90-იანი წლები... დედაჩემი ექიმი იყო, ფსიქოლოგი, ექიმთა დახელოვნების ინსტიტუტის კადრების გამგე. ექიმთა დახელოვნების ინსტიტუტი დაიხურა, უმუშევარი დარჩა და შავი პურიც კი არ გვქონდა სახლში. 6 წლის ვიყავი, დამისვა და ძალიან გულწრფელად მითხრა: "იცი, რომ ეს ყველაზე მეტად არ მინდა, მაგრამ სხვა გამოსავალი არ მაქვს. დროებით, ვიდრე სამსახურს ვნახავ, წყნეთის ბავშვთა სახლში უნდა წაგიყვანო." მაშინ ამ სახლს ამერიკელები აფინანსებდნენ.

ეს ჩემთვის ძალიან რთული იყო, ვიტირე კიდეც, მაგრამ აბსოლუტურად გავუგე დედას, რომელიც ჩემთვის დღემდე ღმერთია. სამყაროსა და საკუთარ თავზე მეტად მიყვარს. დავთანხმდი. დაახლოებით თვე-ნახევარი გაგრძელდა ეს ყველაფერი... იქ ძალიან ცუდად ვიყავი, დედა სულ მენატრებოდა. რა თქმა უნდა, მოდიოდა, მელაპარაკებოდა, სულ მნახულობდა, ვურეკავდი კიდეც და ვეუბნებოდი, რომ მალე წავეყვანე. მახსოვს, ერთხელ დარაჯის ოთახში ტელეფონი იყო, ჩუმად გავიპარე და იქიდან დავურეკე. საღამო იყო... დედა, ძალიან ცუდად ვარ, გთხოვ, წამიყვანე-მეთქი. ვუთხარი, რომ 42 მქონდა სიცხე. მიხვდა, რაშიც იყო საქმე, ვტიროდი და ვთხოვდი, რომ ის ერთი ნაჭერი ობიანი შავი პური გავიყოთ, ოღონდ შენთან ყოფნა მინდა-მეთქი. მეორე დღეს, დილასვე ამოვიდა. რაღაცნაირად სამსახური ნახა, რა თქმა უნდა, წამიყვანა. მუშაობდა, მერე მთელი

ღამე კერავდა, სულ რაღაც დამატებითს იგონებდა, რომ შემოსავალი გვქონოდა. მარტო მე და დედა ვიყავით, მხოლოდ ერთმანეთი გვყავდა. დღეს, როცა უკვე გავიზარდე და სხვანაირად შევხედე ამ მოვლენას, ერთი წამით არ ვამტყუნებ და ასე უნდა მოქცეულიყო. ყველა შვილისთვის დედა ძალიან მნიშვნელოვანია ცხოვრებაში, მაგრამ ჩემთვის კიდევ უფრო განსაკუთრებული იყო. საკუთარი თავი გასწირა, რომ მე კარგად ვყოფილიყავი. ამისთვის მას ძალიან დიდი მადლობა. დღეს იქიდან ყველაზე მეტად მეხმარება და მაძლიერებს. ამას სულ ვგრძნობ. 20 წლის ვიყავი, დედა როცა გარდაიცვალა."

ლაშა გურგენიძემ გაიხსენა, როგორ აღმოჩნდა 16 წლის ასაკში ციხეში არჩადენილი დანაშაულის გამო:

"ჩემმა სამმა მეგობარმა ბიჭს წაართვა ტელეფონი და ფული. მაშინ 16 წლის ვიყავი. სამი დღის შემდეგ მე და მათგან ორი გოგოებთან მივდიოდით, მაღაზიაში რაღაც უნდა გვეყიდა და ეს ბიჭი იქ აღმოჩნდა. გამოვედით და გზაში ვეკითხებოდი, რა მოხდა. გვიანი იყო, ტაქსის ველოდებოდით, რომ წავსულიყავით. გზაში მომიყვნენ, რომ ფული წაართვეს. ის ბიჭი 25 წლის იყო. ვიდრე ტაქსი მოვიდა, ამასობაში პატრული მოგვადგა. დაგვიჭირეს. ჩამიყვანეს განყოფილებაში და ბევრი მირტყეს. მაგრამ იმ ბიჭმა ჩემზე თქვა, რომ მე არ ვყოფილვარ. იყო ჩემზე ზეწოლა, რომ მეთქვა, ვინ იყო მესამე. რა თქმა უნდა, არ ვიტყოდი და არ ჩავუშვებდი. ბოლოს დავწერე და ვაღიარე, რომ მე ვიყავი მესამე. 6-თვიანი წინასწარი პატიმრობა შეგვიფარდეს. ჯგუფური ყაჩაღობის მუხლი იყო, ცივი იარაღით, რაც 7-დან 15 წლამდე პატიმრობას გულისხმობდა. ციხეში 6 თვე ვიყავი, პირობითით გამომიშვეს. ძალიან დიდი სკოლა გავიარე. ყველანაირი ხედვის ადამიანი იყო შეკრებილი 22-კაციან კამერაში. პატარა ვიყავი, თან ახალი წლის პერიოდი დაემთხვა, გარეთ ყველა ერთობოდა და მე არაფრის გამო ვიჯექი ციხეში. ამას დაემატა ის, რომ დედაჩემი მარტო დარჩა, რომელსაც ძალიან მძიმე სენი ჰქონდა, რაც მერე გავიგე... გაგრძელება