ტანმოვარჯიშე ქეთი ხატიაშვილი ტელეეკრანებზე ხშირად ჩანს და ბავშვებსა თუ მოზრდილებს ჯანსაღი ცხოვრების წესის შესახებ სოციალურ ქსელში ბევრ სასარგებლო რჩევას აძლევს. ქეთი საზოგადოებისთვის ცნობილი პოპულარული შოუ „ცეკვავენ ვარსკვლავების“ მეშვეობით გახდა და პროექტის მესამე სეზონში გამარჯვებაც მოიპოვა.

განსაკუთრებული გამოხმაურება მოჰყვა ქეთი ხატიაშვილის ერთ-ერთ ბოლო პოსტს "ინსტაგრამზე", სადაც ის გამომწერებს ცხოვრების გამარტივების შესახებ აძლევს რჩევებს:
„5 ხერხი, როგორ ვიცხოვროთ მარტივად:
1. გადაეჩვიე დრამას!!
არიან ადამიანები, რომლებსაც ცხოვრების წესად აქვთ ყველაფრის დრამატიზება. ეს დამღლელია მათთვისაც და გარშემომყოფებისთვისაც.
2. ბევრს ნუ ფიქრობ
გაინტერესებს? იკითხე!!
3. იცხოვრე აწმყოთი
წარსულს ვეღარ შეცვლი და 5 წელიწადში რა გველოდება, ვინ იცის. ამიტომ დატკბი აწმყოთი!
4. ნუ დაუწესებ საკუთარ თავს ბევრ წესს!
ის, რომ სწორად ვიკვებო და მეძინოს დღეში 8 საათი, კარგია და, ზოგადად, 5-6 ასეთი მოთხოვნა საკმარისია. ნუ მოსთხოვ საკუთარ თავს, იცხოვრო რობოტივით.
მე - 5 თქვენ დაამატეთ, მაინტერესებს, რას აკეთებთ იმისთვის, რომ მარტივად იცხოვროთ?“ - წერს ქეთი სოციალურ ქსელში.