თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა თინა ხიდაშელმა საკუთარი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ საჯაროდ არაერთხელ ისაუბრა. “ქვეყანა ერთი დიდი სიკვდილის ქრონიკად იქცა. ყოველდღიურად, უფრო კი დღეში რამდენჯერმე, მორიგ სულისშემძვრელ ისტორიას ვკითხულობ კოვიდით გარდაცვლილ ადამიანებზე. ერთ-ერთი ასეთი ისტორია ჩემიც შეიძლება ყოფილიყო. მე გადავრჩი!” - წერდა ის სოციალურ ქსელში.
ამჯერად ვრცელდება გადაცემა „სხვა კითხვის“ ანონსი, სადაც თინა ხიდაშელი კორონავირუსის გადატანის შემდეგ შეცვლილი ცხოვრების შესახებ საუბრობს: „ძალიან დიდი ჩავარდნები მაქვს. მახსოვს, სარკეში არ ვიხედებოდი, მეშინოდა საკუთარი თავის… დავიჯერე, რომ თუ ოპერაციას არ გავიკეთებდი, ვერ გადავრჩებოდი…დავიწყე ფიქრი იმაზე, რომ ყველა დღე ისე უნდა იცხოვრო, როგორც უკანასკნელი. შვილებმა არც იცოდნენ, დათოს გარდა არავინ არ იცოდა… ეს ყველაზე უფრო მძიმეა, რაც შეიძლება ადამიანს დაემართოს. მქონდა მომენტები, ხანდახან თავს ვეღარ ვიკავებდი ხოლმე. ძალიან დაკომპლექსებული დავდივარ, საუბარიც მიჭირს. სულ მინდა, რომ მივიდე იმ მომენტამდე, ვიბრძვი ამისთვის, რომ არ გავტყდე და არ დავეცე… მე ძალიან დიდხანს ვაპირებ სიცოცხლეს“ - თქვა თინა ხიდაშელმა.