„დავდე ფოტო, სადაც ჩემი თავი მომწონს და დაიწყო... რომ მახინჯი ვარ, ვამპირს ვგავარ, რომ შვილი რომ მოგიკვდება, უნდა დაეტიო შენს ადგილას...“ - მაია ასათიანი - Marao

„დავდე ფოტო, სადაც ჩემი თავი მომწონს და დაიწყო... რომ მახინჯი ვარ, ვამპირს ვგავარ, რომ შვილი რომ მოგიკვდება, უნდა დაეტიო შენს ადგილას...“ - მაია ასათიანი

2022-01-24 12:28:49+04:00


მაია ასათიანი ბევრისთვის საყვარელი ტელეწამყვანია. ის ხშირად ჩანს ტელეეკრანებზე და წლების მანძილზე უამრავი გულშემატკივარიც შეიძინა. მაიას სტილი თუ ჩაცმულობა მუდმივად ინტერესის საგანია და კითხვები მისი პირადი ცხოვრების შესახებაც ხშირად ისმის.

ამჯერად მაია ასათიანი "ინსტაგრამზე" ვრცელ პოსტს აქვეყნებს: „დავდე ფოტო, სადაც ჩემი თავი მომწონს და ისე, უბრალოდ, ვიკითხე, თქვენ რა ფიქრობთ-მეთქი და დაიწყო... რომ ვარ მახინჯი და გადაკეთებული, რომ ლინზებში ვამპირს ვგავარ, რომ ჯობია, ნაოჭები მქონდეს, რომ ძაღლს ბეწვი სცვივა და უნდა გავაგდო... რომ ქალს შვილი რომ მოუკვდება, უნდა დაეტიოს თავის ადგილზე და დაიკიდოს, როგორ გამოიყურება... მე მიყვარს ჩემი თავი ისეთი, როგორიც ვარ. არ მიყვარს ჩემი ნაოჭები, მიყვარს, როცა სარკეში ვიხედები და იქიდან ის ქალი მიყურებს, რომელიც მომწონს. და რაც მთავარია, ჰკითხეთ თქვენს თავს, რატომ იწვევს სხვა, სრულიად უცხო ადამიანის ფოტო, რომელიც, შეიძლება, გულწრფელად არ მოგწონდეს და ეს ნორმალურია, ასეთ აგრესიას და გაღიზიანებს თქვენში!“ - წერს მაია ასათიანი.