სიახლე

რა ქონებას ფლობენ მსოფლიოს უმდიდრესი ოჯახები 2022 წლის მონაცემებით

რა ქონებას ფლობენ მსოფლიოს უმდიდრესი ოჯახები 2022 წლის მონაცემებით
მსოფლიოში არსებობს 50 უმდიდრესი ოჯახი, რომელთა ქონება ერთობლივად 4 ტრილიონ დოლარზე მეტია. ნაწილს საზოგადოება კარგად იცნობს, ნაწილი კი მედიისგან ჩრდილში ყოფნას ამჯობინებს.

თუმცა, Forbes-ის მიერ შეფასებული წმინდა ღირებულების საფუძველზე, მათ შესახებ მწირი მონაცემები მაინც არის ცნობილი. წარმოგიდგენთ რამდენიმე მათგანს:

ბოლკიას ოჯახი, ბრუნეი: 30 მილიარდი დოლარი

ბრუნეის სამეფო დინასტია, ბოლკიას სახლი, 1363 წელს დაარსდა და დროდადრო სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ქვეყანას მართავდა. ოჯახი, რომელსაც ხელმძღვანელობდა სულთანი ჰასანალ ბოლკია, ბრუნეის ნავთობის უზარმაზარი მარაგების წყალობით გამდიდრდა. ამბობენ, რომ სულთანის ქონება
30 მილიარდ დოლარამდეა, ხოლო მისი ვაჟი, პრინცი ჰაჯი აბდულ აზიმი, სავარაუდოდ, 5 მილიარდ დოლარს ფლობს.

ადელსონის ოჯახი, აშშ: 30,7 მილიარდი დოლარი

ნევადის უმდიდრესი ოჯახი ფულს აზარტული თამაშებით შოულობს. შელდონ ადელსონმა თავისი პირველი ბიზნესი 12 წლის ასაკში დაიწყო, 1988 წელს აიღო კაზინოს ბიზნესი და 1990-იანი წლების ბოლოს უკვე წარმატებით ამუშავებდა. ის 2021 წლის იანვარში, 87 წლის ასაკში გარდაიცვალა.

იხილეთ სრულად



FaceBook ბეჭდვა
ტეგები:
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif
გამოკითხვა
რას ელოდებით ახალი წლისგან?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
2627282930 1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31
e87a93