თაკო ტაბატაძე შვილებთან ერთად „დილა მშვიდობისა საქართველოს“ სტუმარი იყო და მაყურებელს დილის რუტინის შესახებ ესაუბრა. როგორც აღმოჩნდა, თაკო ჯანსაღი ცხოვრების წესით ცხოვრობს და ცდილობს, ოჯახში ყველა ჯანსაღად იკვებოს. ის შვილებს დილით მრავალფეროვან საუზმეს სთავაზობს, რომელიც შედგება ხილისგან, ბოსტნეულისა და თხილეულისგან. „ბავშვებს არასდროს ვაძალებ ჭამას, რადგან სიმსუქნისკენ მიდრეკილება სწორედ ამის გამო ჩნდება“ - თქვა მან. „მრჩება დრო, საკუთარ თავზეც ვიზრუნო, ჯანსაღი ცხოვრების წესით ვიცხოვრო. ამას უკვე ბავშვებთან ერთად ვაკეთებ, რადგან პირადი მაგალითის ჩვენება საუკეთესოა“ - აღნიშნავს თაკო ტაბატაძე.