ანჯელინა ჯოლი, ტინა კუნაკი, the weekend-ი, ბელა ჰადიდი, ლოიკ გომესი... - ეს იმ ცნობილი ადამიანების მცირე სიაა, რომლებიც უკრაინის და რუსეთის კონფლიქტს გამოეხმაურნენ და უკრაინას მხარდაჭერა საჯაროდ გამოუცხადეს.
,,როგორც უმეტესი თქვენგანი, მეც ვლოცულობ ხალხისთვის უკრაინაში.’’ - დაწერა ანჯელინა ჯოლიმ და, რასაკვირველია, სულ რამდენიმე საათში რამდენიმე ათასი ადამიანის გულთბილი კომენტარიც დაიმსახურა.
,,მე არავის მხარეს არ ვარ, არც რუსეთის, არც ნატოსი… მე მოქალაქეების მხარეს ვარ…” - რეპერმა Cardi B-მ საკუთარ გულშემატკივრებს ამ განცხადებით მიმართა.
შონ პერი უკრაინაში პირადად გაემგზავრა და გადაწყვიტა, იქ მიმდინარე მოვლენებზე დოკუმენტური ფილმი ეპიცენტრიდან გადაიღოს.
ოსკაროსანი ესპანელი მსახიობი ხავიერ ბარდემი ესპანეთში, რუსეთის საელჩოს წინ გამართულ უკრაინის მხარდასაჭერ აქციაზე იმყოფება: „რუსეთის თავდასხმა, ეს ნამდვილი სისასტიკეა. ომი ყოველთვის ყველაზე ახდენს გავლენას“, – აცხადებს ბარდემი.
ტინა კუნაკიმ უკრაინას სოლიდარობა "ინსტაგრამ სთორის" საშუალებით გამოუცხადა. ,,დიდება უკრაინას’’ - დაწერა მოდელმა.
,,ძალიან ბევრი მაქვს სათქმელი, არ მჯერა!’’ - წერს ამერიკელი მოდელი ბელა ჰადიდი, რომელიც მსოფლიოს მასშტაბით ჰუმანიზმის მხარდაჭერით გამოირჩევა.
ჰეილი ბიბერმა უკრაინისადმი თანადგომის დასაფიქსირებლად უკრაინის რუკა გააზიარა, რომელზეც რუსული თვითმფრინავების მდებარეობებია ასახული.