მუსიკოსი ქეთი მელუა სოციალურ ქსელში უკრაინაში მიმდინარე ამბავს ეხმაურება და წერს, რომ კომფლიქტის რეგიონში მისი ბიძა ცხოვრობს. ქეთიმ უკრაინაში გადაღებული ფოტოების გამოაქვეყნა და აღნიშნა, რომ იქ სიცოცხლით სავსე ადამიანები ცხოვრობენ: „2017 წლის დეკემბერში, როცა გამიმართლა და უკრაინას ვეწვიე, იქაურობა სიცოცხლით დუღდა, შევხვდი ჩემს ბიძას და მის ცოლ-შვილს, რომლებიც კიევში ცხოვრობენ. ჩვენ საათობით ვისეირნეთ ქუჩაში... ფოტოებზე გამოსახულია საშობაო საყიდლებზე გამოსული გახარებული ხალხი, ცხელი შოკოლადი მივირთვით, მუსიკაზე ვისაუბრეთ, მაშინ იქ ცხოვრება ჩვეულებრივად მიედინებოდა და ლამაზი იყო. განადგურებული ვარ ამ ამბით და დაზარალებულ ადამიანებზე ფიქრს ვერ ვწყვეტ“ - დაწერა ქეთი მელუამ.