„როგორ შეიძლება ახლა ვინმეს ეძინოს? ჭამოს? რუსული ჯარი ყოველ წუთს ბომბავს უკრაინას და ხოცავს ხალხს ერთი მანიაკის, ვლადიმერ პუტინის გამო...“ - მარიამ გეგუჩაძე - Marao

„როგორ შეიძლება ახლა ვინმეს ეძინოს? ჭამოს? რუსული ჯარი ყოველ წუთს ბომბავს უკრაინას და ხოცავს ხალხს ერთი მანიაკის, ვლადიმერ პუტინის გამო...“ - მარიამ გეგუჩაძე

2022-02-28 11:45:09+04:00


სოციალურ ქსელში ნანუკა ჟორჟოლიანის შვილი მარიამ გეგუჩაძე უკრაინაში ომის დროს გადაღებულ კადრებს აქვეყნებს და წერს, რომ ახლა მშვიდად არავინ უნდა იყოს:

„როგორ შეიძლება ახლა ვინმე მშვიდად იყოს? როგორ შეიძლება ვინმეს ეძინოს? ჭამოს? გააგრძელოს ცხოვრება ჩვეულებრივად? რუსული ჯარი ყოველ წუთს ბომბავს უკრაინას და ხოცავს ხალხს ერთი მანიაკის, ვლადიმერ პუტინის გამო. მას არაფერი ჰუმანური არ აქვს. ეს ხოცვა-ჟლეტა უნდა დასრულდეს“ - წერს მარიამ გეგუჩაძე.