"ჩავალ უკრაინაში და ომის დროს დაობლებული ბავშვის ან ბავშვების დედა გავხდები!’’ - მაია ასათიანმა უკრაინელი ბავშვის დედობა გადაწყვიტა - Marao

"ჩავალ უკრაინაში და ომის დროს დაობლებული ბავშვის ან ბავშვების დედა გავხდები!’’ - მაია ასათიანმა უკრაინელი ბავშვის დედობა გადაწყვიტა

2022-03-03 16:12:47+04:00


ტელეწამყვანმა მაია ასათიანმა გადაწყვიტა, უკრაინაში წავიდეს და ომის დროს დაობლებული ბავშვი იშვილოს. როგორც იცით, მაიამ რამდენიმე წლის წინ ერთადერთი შვილი დაკარგა. სწორედ ამიტომ, დედობის დღეს გადაწყვიტა, რომ კიდევ ერთხელ გახდეს დედა.

,,ბოლო ხუთი წელია ეს დღე ყველაზე მძიმეა ჩემთვის, როცა დედის დღეს მილოცავენ... თუმცა ჩემი ცხოვრების მთავარი გადაწყვეტილება დღეს მივიღე. როგორც კი ეს შესაძლებელი იქნება, ჩავალ უკრაინაში და ომის დროს დაობლებული ბავშვის ან ბავშვების დედა გავხდები!’’ - წერს ჟურნალისტი.