"შეარჩიეთ თითოეული ფიქრი და წინადადება, რომელსაც შვილების მიმართ გაისვრით! "ნუ ხარ ზარმაცი’’ - ამ წინადადებას სჯობს უთხრათ, "იყავი აქტიური’’ - ალექსანდრა პაიჭაძე დედობასა და შვილისგან მიღებულ საჩუქარზე - Marao

"შეარჩიეთ თითოეული ფიქრი და წინადადება, რომელსაც შვილების მიმართ გაისვრით! "ნუ ხარ ზარმაცი’’ - ამ წინადადებას სჯობს უთხრათ, "იყავი აქტიური’’ - ალექსანდრა პაიჭაძე დედობასა და შვილისგან მიღებულ საჩუქარზე

2022-03-04 10:20:56+04:00


დედობის დღეს ალექსანდრა პაიჭაძემ უფროსი შვილისგან ფერადი ტიტების ულამაზესი თაიგული მიიღო საჩუქრად. ალექსანდრამ ყვავილების და შვილებთან გადაღებული რამდენიმე ფოტო "ინსტაგრამზე" განათავსა და ბავშვების მისამართით წარმოთქმული სიტყვების მნიშვნელობაზე ისაუბრა:

"დილიდან მაგრად ვაპოზიორე დედიკოს თაიგული! გიზიარებთ ლამაზ ფერებს და სიხარულის ცრემლებს... რომ იცოდეთ, ჩვენ, დედებს, ჯადოქრების ძალა გვაქვს. არასდროს იფიქროთ, ან თქვათ შვილის მისამართით ის, რაც არ გინდათ, რომ მოხდეს... ანუ "ნუ ხარ ზარმაცი’’ - ამ წინადადებას სჯობს უთხრათ, "იყავი აქტიური და ეძიე, იმუშავე, დაინტერესდი’’. თითოეულ ჩვენს წარმოთქმულ სიტყვას და გაელვებულ ფიქრს აქვს ჯადოსნური ძალა, ლოცვა/წყევლის... შეარჩიეთ თითოეული ფიქრი და წინადადება, რომელსაც შვილების მიმართ გაისვრით! როცა გვგონია, რომ ‘’ვლოცავთ’’ და ვგულშემატკივრობთ, ამ დროს აბსოლუტურად საწინააღმდეგოს ვაკეთებთ გაუცნობიერებლად. აკონტროლეთ სიტყვები. ბედნიერ დედობას გისურვებთ კიდევ ერთხელ, მსგავსი ხრიკები და დაფიქრებები აუცილებლად მიგიყვანთ ამ მდომარეობამდე.’’ - წერს მოდელი.