TOP 7 ყველაზე ცნობილი საქორწილო კაბა, რომლებიც დღემდე შთააგონებენ დიზაინერებს - Marao

TOP 7 ყველაზე ცნობილი საქორწილო კაბა, რომლებიც დღემდე შთააგონებენ დიზაინერებს

2022-03-04 14:25:58+04:00


მე-19 საუკუნის ბოლოდან დღემდე შემონახულია ცნობილი საქორწინო კაბები, რომლებიც ჯერ კიდევ შთააგონებენ პატარძლებსა და დიზაინერებს.

კაბა, რომელსაც შვედეთის გვირგვინოსანი პრინცესა ვიქტორია ატარებდა, როდესაც დანიელ ვესტლინგზე დაქორწინდა. კაბის სტილი გამოიყურება ზღაპრულად და თანამედროვედ.

პრისცილა პრესლიმ ქორწილში იატაკამდე კაბა აირჩია, მარგალიტებით მოქარგული მაქმანის სახელოებით. ამბობენ, რომ თავად პრისცილა უკმაყოფილი იყო დიზაინით, რადგან ის არ მალავდა დაუგეგმავ ორსულობას როკ-ენ-როლის მეფის, ელვის პრესლისგან.

1981 წელს, როდესაც დიანა სპენსერი პრინც ჩარლზზე დაქორწინდა, ლედი დის კაბა ნებისმიერი გოგოს ახდენილ ოცნებად იქცა, რადგან ეს კაბა ნამდვილი პრინცესას სრულყოფილ განსახიერებად იქცა.

რანია ფეისალ ალ-იასინი 1993 წელს იორდანიის პრინც აბდულაზე დაქორწინდა. რანიას კაბამ იმდროინდელი ტენდენციები და ეროვნული ტრადიციები ასახა.

მონაკოს პრინც რენიე მესამისა და ჰოლივუდის მსახიობის, გრეის კელის ქორწინებას ჟურნალისტებმა საუკუნის ქორწილი უწოდეს. საქორწინო კაბა კვლავ ყველა პატარძლის ოცნებაა, მათ შორის, თვით ქეით მიდლტონისაც.

დედოფალი ვიქტორია პრინც ალბერტზე 1840 წელს დაქორწინდა. მისი კაბა იმდროინდელი ქორწილისთვის სიახლე იყო, რადგან ჩვეულებრივ, პატარძალი წითელ ან შავ კაბაში ჩნდებოდა, თუმცა ვიქტორიამ ახალი მოდა შექმნა.

1963 წელს ჟაკლინ ბუვიე დაქორწინდა ჯონ კენედიზე. აშკარა ტრადიციული სტილის მიუხედავად, სამოსი საკმაოდ თამამი იყო ამერიკის უმაღლესი წრეებისთვის, რადგან კლასიკური თეთრი ფერის ნაცვლად ჟაკლინმა ჩაის ვარდის ჩრდილი აირჩია. ყველაზე გასაკვირი კი ისაა, რომ ჟაკლინს საბოლოოდ კაბა საერთოდ არ მოეწონა.