კემბრიჯის ჰერცოგინიას, ქეით მიდლტონის სამეფო ქორწილმა თავის დროზე მსოფლიოს ყურადღება მიიპყრო. ტაბლოიდები ბევრს საუბრობდნენ ქეითის სტილზე, წარმომავლობაზე, გარეგნობაზე და იმ ყველაფერზე, რაც ქეითს ეკრძალება მანამ, სანამ სამეფო ოჯახის პრინცესად ითვლება.
პირველ რიგში, ჰერცოგინიას სახელი ქეთრინია და არა ქეითი.
ქეით მიდლტონს არ აქვს უფლება, გადაიღოს „სელფი“.
არ აქვს უფლება, გაატაროს დიდი დრო მეგობრებთან, რათა მედიის ყურადღების ცენტრში არ მოექცეს.
მიდლტონს არ შეუძლია მონაწილეობა მიიღოს არჩევნებში.
აკრძალული აქვს გულშემატკივრებისთვის ავტოგრაფების მიცემა.
ქეითს ეკრძალება ბეწვისგან შექმნილი სამოსის ტარება.
აკრძალული აქვს ფერადი ფრჩხილის ლაქის ტარება.
საზღვარგარეთ წასვლის შემთხვევაში ჰერცოგინიას მოეთხოვება შავი ფერის ჩაცმულობა, რათა მზად იყოს, თუ ვინმე გარდაიცვლება.
არ აქვს სოციალური ქსელის ქონის უფლება.
მიდლტონს არ შეუძლია დასაძინებლად დედოფალზე ადრე წავიდეს.
არ აქვს უფლება, ჭამოს კარტოფილი, მაკარონი ან ბრინჯი, რადგან დედოფალს სურს ასე.
ჰერცოგინიას არ შეუძლია ჭამოს თავისი საჭმელი ბოლომდე, რაღაც ნაწილი თეფშზე აუცილებლად უნდა დარჩეს.
ქეითს არც შვილებთან ერთად გართობის უფლება აქვს, თუმცა, პრინცესა დაიანას მსგავსად, ამ წესს მიდლტონიც საკმაოდ ხშირად არღვევს.
იმ შემთხვევაში, თუ ქეითი და უილიამი საზღვარგარეთ მიდიან ან მატარებლით მგზავრობენ, ერთ სივრცეში ძილის უფლება არ აქვთ.
თუმცა, ამ ერთი შეხედვით უცნაური აკრძალვების მიუხედავად, ქეით მიდლტონი სამეფო სასახლეში თავს მშვენივრად გრძნობს, განსხვავებით დაიანასა და მეგან მარკლისგან, რომლებიც ყველაფერს აკეთებდნენ, რათა სამეფო შეზღუდვებისგან თავი დაეღწიათ.