მოდელი და ტელეწამყვანი ეკო ფანგანი გამომწერებს ქალთა დღეს ულოცავს. ეკო "ინსტაგრამზე" პოსტს ავრცელებს, სადაც ქალების მებრძოლ ხასიათსა და სილამაზეზე საუბრობს.
„მხოლოდ ქალს შეუძლია იყოს ყოველდღე სულ სხვადასხვანაირი, იყოს მრავალმხრივი, მრავალგვარი, მრავალფეროვანი. მხოლოდ ქალს შეუძლია ერთ დღეს იყოს კეკლუცი, გაპრანჭული, ნაზი და სათუთი, მეორე დღეს კი, შეუპოვარი, მოუდრეკელი, მებრძოლი იარაღით ხელში.
არ დაგავიწყდეთ, ღმერთმა ჯერ შექმნა ქალი და შემდეგ მთელი სამყარო.
დედამიწის ყველა ქალს გაუმარჯოს, ქალთა დღეს გილოცავთ, ყველაზე ლამაზო არსებებო.
დაე, ჩვენმა ქალურმა სიძლიერემ და ენერგიამ დაძლიოს ყველა ბოროტება ამ ქვეყანაზე და ძალიან დიდხანს ვალამაზებდეთ ყველა ერთად დედამიწას.“ - წერს მოდელი.