„ტოლერანტობა არ ვრცელდება რუს ბავშვებზე, რომლებსაც საზღვარგარეთ სკოლებში აბუჩად იგდებენ და სცემენ? რუსებს, რომლებსაც რესტორნებში აღარ ემსახურებიან?” - თინა კანდელაკი კრიტიკოსებს პასუხობს - Marao

„ტოლერანტობა არ ვრცელდება რუს ბავშვებზე, რომლებსაც საზღვარგარეთ სკოლებში აბუჩად იგდებენ და სცემენ? რუსებს, რომლებსაც რესტორნებში აღარ ემსახურებიან?” - თინა კანდელაკი კრიტიკოსებს პასუხობს

2022-03-11 12:27:43+04:00


თბილისში დაბადებული რუსი ტელეწამყვანი და ბიზნესლედი თინა კანდელაკი სოციალურ ქსელში რუსების მიმართ დისკრიმინაციული სახის ქმედებებზე საუბრობს:

„გლობალურმა ტოლერანტობამ დატოვა ჩატი. რაც გინდათ, ის დაარქვით. ხალხი ამბობდა, შავკანიანების სიცოცხლეს მნიშვნელობა აქვსო, ახლა კი რუსების სიცოცხლე აღარ შედის მნიშვნელოვნების სიაში.

ტოლერანტობა არ ვრცელდება რუს ბავშვებზე, რომლებსაც საზღვარგარეთ სკოლებში აბუჩად იგდებენ და სცემენ? რუსებს, რომლებსაც რესტორნებში აღარ ემსახურებიან?⠀

ხალხი ვალდებულია ამართლოს თავისი არსებობა, მიუხედავად იმისა, რა პოლიტიკური პოზიცია გააჩნიათ. როგორ ფიქრობთ, ეს ნორმალურია?⠀

არის თუ არა ადეკვატური ის ხალხი, რომელმაც დაგმო ჰომოფობია, გაავრცელა ფემინიზმის იდეები, მაგრამ დაივიწყა ადამიანის ძირითადი უფლება სიცოცხლისა და თავისუფლების შესახებ? ვფიქრობ, პასუხი აშკარაა. მეზარება ეს თვალთმაქცობა.

ჩემს შვილებს ლანძღავენ იმ თანამდებობის გამო, რომელზეც მე ვდგავარ, მაგრამ, როგორც ირკვევა, მსოფლიოს საერთოდ არ აინტერესებს, ვისი შვილები დაისჯებიან, ეს არის ეთიკის ახალი წესები“ - წერს კანდელაკი.