ჯანეტ ქერდიყოშვილისა და ნოე სულაბერიძის წყვილი სოციალურ ქსელში დიდი პოპულარობით სარგებლობს. ისინი საკუთარ ყოველდღიურობასა და ოჯახურ ფოტოებს გამომწერებს ხშირად უზიარებენ. განსაკუთრებულ სიყვარულს იმსახურებს მათი შვილი ანნა.
სულ ცოტა ხნის წინ ნოე სულაბერიძე უკრაინა-პოლონეთის საზღვართან იმყოფებოდა, სადაც დაზარალებულების დასახმარებლად გაემგზავრა. ამჯერად კი ახალ ფოტოებს ქალიშვილთან, ანნასთან ერთად აქვეყნებს და გამომწერებისგან უამრავ კომპლიმენტსაც იმსახურებს: "რა საოცარი ბავშვია, როგორ ჰგავს მამას", "ანნას მართვის მოწმობა აქვს? უსაყვარლესია" - წერენ "ინსტაგრამზე".