სოციალური აქტივისტი და ოსკაროსანი მსახიობი ქეით ბლანშეტი გვეუბნება, თუ როგორ შეგვიძლია გავანაწილოთ დრო და გავხდეთ უფრო მშვენიერი.
ქეითმა შექმნა ახალი საქველმოქმედო პროექტი, რათა დაეხმაროს ადამიანებს, რომელთა მომავალზეც მარტივი პრობლემები დომინირებს. ის ეხმარება აზიაში მცხოვრებ ადამიანებს, რომლებიც განიცდიან წყლის ნაკლებობას ან იძულებულები არიან, მოიხმარონ დაბინძურებული წყალი.
მისი პირადი შემოწირულობის წყალობით, აზიელებმა მიიღეს სამი მილიონი ლიტრი სუფთა წყალი, იაპონურმა კანის მოვლის ბრენმა კი პირობა დადო, რომ შემოწირულობის სახით უზრუნველყოფენ ამ ადამიანებისთვის 30 მილიონი ლიტრი წყლის გამოყოფას, რათა ბავშვებს უსაფრთხო დასალევი წყალი ჰქონდეთ.
ჯერჯერობით ქეითის ძალისხმევამ ქალებს მისცა უფლებამოსილება, რომ განვითარებად რეგიონებში გაეუმჯობესებინათ როგორც თავიანთი, ასევე საზოგადოების ცხოვრების დონეც.
„სუფთა სასმელი წყალი ჩემი საზრუნავია უკვე რამდენიმე წელია. ასე რომ, როდესაც შევიტყვე გასაოცარი პროდუქტის შესახებ, სახელწოდებით PUR, რომელიც აქცევს ჭუჭყიან, პოტენციურად მავნე წყალს სუფთა, სასმელ წყლად, ვიცოდი, რომ ეს შესანიშნავი იქნებოდა. არ მჯეროდა, რომ რაღაც ასეთი მარტივი და რევოლუციური უკვე არსებობდა! ასე რომ, ბრენდის 30 წლის იუბილეს საპატივცემულოდ, მე შევწირე სამი მილიონი ლიტრი სუფთა სასმელი წყალი. შემდეგ SK-II-მ პირობა დადო, რომ შემოწირულობას 30 მილიონი ლიტრი სუფთა სასმელი წყალი დაემატებოდა მათი მხრიდან. ასეთი მკვეთრი კლიმატის ცვლილებისა და ბუნებრივი კატასტროფის ფონზე, ვფიქრობ, რომ ეს ინიციატივა აჩვენებს უკიდურესად მარტივ გზას ადამიანებს ცხოვრების უკეთესი ხარისხის უზრუნველსაყოფად. რა თქმა უნდა, იაპონია ამ მომენტში ძალიან მწვავედ გრძნობს თავს და ირონია არის ის, რომ SK-II არის იაპონური ბრენდი, მაგრამ ჩვენ იმედი გვაქვს, რომ ჩვენი ძალისხმევა შთააგონებს სხვებს, შეუერთდნენ ამ საქმეს. ამ დროისთვის 8-დან 1 ადამიანს არ აქვს წვდომა სუფთა სასმელ წყალზე (დაახლოებით მილიარდი ადამიანი მთელ მსოფლიოში!). ვფიქრობ, ჩვენ უნდა შევწყვიტოთ ჩამოსხმული წყლის დალევა. არ არის საჭირო მისი დალევა, თუ თქვენ ცხოვრობთ დასავლეთის თემებში. სხვა რამ, რასაც მე შემოგთავაზებდით - და ამას განსაკუთრებით ვგრძნობ აქ, ავსტრალიაში, რადგან ჩვენ გვაქვს ძალიან ძლიერი გვალვა - არის იცოდეთ, რამდენს მოიხმართ რეალურად. ახლა ძალიან წვიმს, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენ შეგვიძლია დავლიოთ იმდენი წყალი, რამდენიც გვინდა. კონსერვაცია და მუდმივად ფიქრი, "რამდენი მჭირდება ნამდვილად?" აუცილებლად უნდა იყოს ჩვენი ლექსიკის ნაწილი“, - ჰყვება ქეითი იაპონურ ბრენდთან თანამშრომლობის შესახებ.
ბლანშეტმა ასევე ისაუბრა თავის მოვლისა და სილამაზის საკუთარ რუტინაზე:
„ჩემი ყოველდღიური სილამაზის რუტინა ყოველთვის ნაჩქარევი და საკმაოდ მარტივია. მე ვიყენებ დამატენიანებელ კრემს, რომელიც შესანიშნავია მაკიაჟის ქვეშ, როგორც საფუძველი, რადგან ის ქმნის ნამიან ფენას. მე ყოველთვის ვიყენებ სახის სამკურნალო კრემ-ტონს - ჩანთით ვატარებ და ვიყენებ მთელი დღის განმავლობაში - ეს არის მრავალფუნქციური რუტინა, რომელიც გაძლევთ უნაკლო დაფარვას და დაბერების საწინააღმდეგო სარგებელს, რაც რეალურად აუმჯობესებს თქვენს კანს.
თუ თვალები შეშუპებული და პატარა გეჩვენებათ, იღებთ თეთრი ფერის ფანქარს და ისვამთ თვალის ქვეშ. რაც შეეხება ვარჯიშს, ნამდვილად არ მივარჯიშია მას შემდეგ, რაც ჩვენი ბავშვი - რომელიც ახლა 3 წლისაა - დაიბადა. ყოველ მეორე დღეს ვცდილობდი მინიმუმ ნახევარი საათის მორგებას, მაგრამ ეს ნამდვილად რთულია. ავსტრალიაში არის გამოთქმა, რომელსაც ჰქვია "Go Bush", რაც ნიშნავს ქალაქიდან გასვლას და დასვენებას. ვცდილობ, ვარჯიში ამით ჩავანაცვლო“, - ამბობს მსახიობი.