რუსეთში დაიწყეს ე.წ. შავი სიების შედგენა. მათში შეჰყავთ ის ცნობილი ადამიანები, რომლებმაც ვლადიმერ პუტინის მიერ დაწყებულ ომს "სპეციალური სამხედრო ოპერაცია“ არ უწოდეს და მისი დაწყება გააპროტესტეს. როგორც ირკვევა, პუტინის რეჟიმის "შავ სიაში" რუსეთში მცხოვრები ქართველი მომღერლებიდან მხოლოდ ვალერი მელაძე მოხვდა, რადგან მან რუსეთის უკრაინაში შეჭრა გააპროტესტა.
საზოგადოება იმ დღეებში ყურადღებით ადევნებდა თვალს, თუ რა პოზიციას დაიკავებდნენ რუსეთში მცხოვრები ქართველი შემსრულებლები. თამრიკო გვერდწითელი აღმოჩნდა ის მომღერალი, რომელმაც რამდენიმე დღის განმავლობაში დუმილი არჩია; მეტიც, 6 მარტს კრემლის დარბაზში დაანონსებულ კონცერტზე გამომსვლელთა სიაშიც მოხვდა. მას შემდეგ, რაც აქტივისტმა გიგა მაქარაშვილმა თბილისში ფილარმონიის წინ მისი ვარსკვლავი უკრაინის დროშის ფერებში შეღება, გვერდწითელის გვერდზე გამოქვეყნდა განცხადება, რომ ის კონცერტში მონაწილეობას აღარ მიიღებდა. ამის მიზეზად კი მანაც, ქეთა თოფურიას მსგავსად, ჯანმრთელობის პრობლემები მოიმიზეზა.
უკვე ორი დღეა, რაც რუსეთის მთავრობამ მოსახლეობას "ინსტაგრამზე" წვდომა შეუზღუდა. რუსი ვარსკვლავები საკუთარი გვერდებიდან მიმდევრებს "ვკონტაქტესა“ და "ტელეგრამზე" ეპატიჟებიან. გვერდწითელის "ინსტაგრამგვერდზე" 24 თებერვლის შემდეგ ყველა აქტივობა შეჩერებულია.
სამაგიეროდ, აქტიურია "ვკონტაქტეზე“ გვერდწითელის ოფიციალური გვერდი, სადაც ყოველდღიურად ქვეყნდება ინფორმაცია მომღერლის კონცერტების გადადების შესახებ...გაგრძელება
<div> თამარ გვერდწითელი რუსეთში დაგეგმილ კონცერტებს ერთმანეთის მიყოლებით აუქმებს - რას წერენ მისი გულშემტკივრები?
<div></div>
</div>