ლელა წურწუმიამ საკუთარი გადაცემა ნიკა გვარამიაზე საუბრით დაიწყო. მომღერალმა გვარამიას ეკრანიდან მიმართა და უთხრა, რომ მასზე ძალიან გაბრაზებულია.
„შარშან როცა დამირეკა და მთხოვა, რომ გადაცემა მინდა შენი საავტორო იყოს და შენ მთავარი გოგო იქნები ჩვენს არხზეო, ეს იყო ერთ-ერთი პირობა, რამაც მომხიბლა, რომ მთავარ არხზე მთავარი გოგო ვიქნებოდი მე. კონტრაქტშიც ასე ეწერა და იმედები გამიცრუვდა რატომღაც. ამიტომ, მე მინდა ნიკა გვარამიას მივმართო: ვერ გავიგე, რა არ მოგწონს? რეიტინგი არ მოგწონს? გიმღერე, გიცეკვე, ანეკდოტი მოვყევი, ვიცინე, ვიტირე... რაც შემეძლო, ყველაფერი გავაკეთე. რით ვერ მოვიგე შენი გული, ნიკა გვარამია? მესამე სეზონიც კი შენით გავხსენი და ვფიქრობდი, ასე დამეფასებინა შენი ამაგი და რა? თავზე დამასვა სამი მთავარი გოგო, ერთი არ იკმარა, და თან იცით, რამ აღმაშფოთა? ეს სამი გოგო ძალიან რეიტინგულია და ეს იმას ნიშნავს, რომ ამ სამი გოგოს შერკინება იქნება ჩემთან“ - თქვა წურწუმიამ.
ხალხმა ლელას ეს მიმართვა ორაზროვნად აღიქვა. ნაწილმა ხუმრობა მოუწონა, ნაწილმა კი პირიქით, აღნიშნა, რომ ასეთი სახის ხუმრობები მომღერალს არ შეეფერება.
„სხვისი არ ვიცი, მაგრამ ამ ქალის ვაიხუმრობებზე საერთოდ არ მეცინება“ - წერენ კომენტარებში.