რამდენიმე საათის წინ ჰოლივუდის ვარსკვლავმა ანჯელინა ჯოლიმ უკრაინელი ბავშვების ფოტოები სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა. ანჯელინა უკრაინაში მიმდინარე ომსა და იმ მძიმე საფასურზე საუბრობს, რომლის გადახდაც უდანაშაულო ხალხს ამ წუთებში უწევს.
„გარდა იმისა, რომ მილიონობით ადამიანი გაიქცა უკრაინის საზღვრებიდან, დაახლოებით 2 მილიონი ადამიანი საფრთხის ქვეშ, საცხოვრებლის გარეშე იმყოფება ქვეყანაში, დაღლილები ბრძოლით, სამედიცინო დახმარების მიღების შესაძლებლობის გარეშე და ფიზიკური საფრთხეების წინაშე. თუ ომი არ დასრულდება, ბავშვებს მოუწევთ გადაიხადონ ყველაზე ძვირი საფასური - ტრავმის, დაკარგული ბავშვობის და სიცოცხლის სახით“ - წერს მსახიობი.