მაშინ, როცა სახლი კიევში ალყაში იყო მოქცეული და გარეთ მხოლოდ ბომბების ხმა ისმოდა, ბავშვი ექიმების დახმარების გარეშე დაიბადა.
უკრაინელმა დედამ ისაუბრა, როგორ აიძულეს სახლში მშობიარობა სანთლის შუქზე და ექიმების გარეშე.
21 წლის ანა ტიმჩენკო რუსული ტანკების გამო საავადმყოფოში არ შეუშვეს. მისმა ქმარმა ორ მეზობელს სთხოვა დახმარება.
ანა და მისი ქმარი ელექტროენერგიის, წყლისა და ექიმის გარეშე დარჩნენ.
მშობიარობაზე საუბრისას ანამ თქვა: „არასდროს მიფიქრია, რომ ასეთ პირობებში მშობიარობა მომიწევდა. ეს იყო სიურეალისტური. ეს ჩემი პირველი შვილი იყო და არაფერი ვიცოდი“.
ანა, მისი ქმარი და ძმა იმალებოდნენ თავიანთი საცხოვრებელი კორპუსის სარდაფში ბუჩაში, კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით, 30 კილომეტრში.
ბომბებმა გათიშა ელექტროენერგია და ჩაძირა მათი სამალავი სიბნელეში, სადაც ისინი ცდილობდნენ სითბოს შენარჩუნებას ტემპერატურის დაცემის გამო. ანა და ვლადიმერი ცდილობდნენ მანქანით გაქცეულიყვნენ, მაგრამ ისინი დაბრუნდნენ მას შემდეგ, რაც გააფრთხილეს, რომ უახლოვდებოდათ რუსული სამხედრო მანქანების კოლონა.
"მაშინ ჩვენ გადავწყვიტეთ ბინაში დავრჩენილიყავით", - განუცხადა ანამ BBC-ს. „მშობიარობა სახლში მირჩევნია, ვიდრე მტვრიან სარდაფში. სუნთქვა მიჭირდა, ფილტვები მტკიოდა“.
ანა და ვლადიმერი მიხვდნენ, რომ მათი ერთადერთი იმედი მეზობლები, ვიქტორია ზაბროდსკაია და ირინა იაზოვა იყვნენ. მათ მოახერხეს გინეკოლოგთან დაკავშირება, რომელიც დათანხმდა მოსვლას, მაგრამ რუსმა პატრულმა გინეკოლოგი გააჩერა და ტელეფონი გაუტეხა.
ქალებს მხოლოდ სანთლის შუქი და წყალი ჰქონდათ, როცა ანამ მშობიარობა დაიწყო და მისი ბინა ბომბების ხმის გამო ზანზარებდა.
"როდესაც ბავშვის თავი ამოვიდა, ჩვენ შევშინდით", - ამბობს 49 წლის ვიქტორია. „ის ცისფერი იყო და არ ვიცოდით, რა გაგვეკეთებინა.
შემდეგ ირინამ ფრთხილად მიაბრუნა ბავშვის თავი და ის გარეთ გამოვიდა. თავიდან არ ტიროდა - დავიწყეთ მისი ცემა, შემდეგ კი ბავშვმა ტირილი დაიწყო. ვლადიმირს ცრემლები წამოუვიდა. ალისა დაიბადა 8 მარტს - ქალთა საერთაშორისო დღეს."
ორი დღის შემდეგ ბუჩას ევაკუაციის დერეფანს შეთანხმებული ოჯახი კიევში გაიქცა.
"გზაში საშინელი სცენები ვნახეთ. არასდროს მეგონა, რომ ასეთ რამეს რეალურ ცხოვრებაში ვნახავდი - მხოლოდ ფილმებში. გვამები გზაზე ეყარა“ - თქვა ანამ.