სიახლე

„ჩემთვის „ინსტაგრამი" არის მთელი ცხოვრება, ეს არის ჩემი სული“ - რუსი ბლოგერები ამბობენ, რომ მათთვის „ინსტაგრამის" დაბლოკვა სიკვდილის ტოლფასია

„ჩემთვის „ინსტაგრამი" არის მთელი ცხოვრება, ეს არის ჩემი სული“ - რუსი ბლოგერები ამბობენ, რომ მათთვის „ინსტაგრამის" დაბლოკვა სიკვდილის ტოლფასია
რუსი ინფლუენსერები, რომლებიც გამომწერების დიდი რაოდენობით სარგებლობენ, უკონტროლოდ ტირიან მას შემდეგ, რაც მათ ქვეყანაში "ინსტაგრამი" აიკრძალა.

სანქცია ორშაბათიდან ამოქმედდება და დაახლოებით 80 მილიონი მომხმარებელი მოწყდება "ინსტაგრამპლატფორმას".

ორშაბათამდე სოციალური მედიის ბევრი გავლენიანი ბლოგერი დაემშვიდობა ხალხს ფოტოების და შთაბეჭდილებების გაზიარებით. მათი ტირილის ვიდეოებმა ინტერნეტსივრცე მთელი მსოფლიოს მასშტაბით მოიცვა.

რუსმა რეალითი-ტელევარსკვლავმა ოლგა ბუზოვამ კვირას თავისი ბოლო პოსტი გააზიარა. ვიდეოში ის ტირის და ამბობს, რომ აპლიკაციის აკრძალვა ისეთი შეგრძნებაა, თითქოს მას სიცოცხლე წა
ართვეს.

”მე არ მეშინია იმის აღიარების, რომ არ მინდა თქვენი დაკარგვა”, - უთხრა 36 წლის ბუზოვამ 23,3 მილიონ თაყვანისმცემელს.

”მე არ ვიცი, რა გველის მომავალში, მე უბრალოდ გაგიზიარეთ ჩემი ცხოვრება, ჩემი სამუშაო და ჩემი სული. ეს ყველაფერი სამუშაოდ არ გამიკეთებია - ეს ჩემი სულის ნაწილია. ისეთი შეგრძნება მაქვს, თითქოს ჩემი გულის დიდი ნაწილი და ჩემი ცხოვრება წამართვეს“ - წერს ოლგა.

კიდევ ერთი ვიდეო, რომელიც Twitter-ზე ტრიალებს, არის რუსი ბლოგერის შესახებ, რომელმაც ცრემლები მოიწმინდა და თქვა: ''ჩემთვის "ინსტაგრამი" არის მთელი ცხოვრება, ეს არის ჩემი სული. ფიქრობთ, რომ ჩემთვის, როგორც "ინსტაგრამის" ინფლუენსერისთვის, ეს არის შემოსავლის წყარო? ეს არის ის, რისთვისაც მე ვიღვიძებ და ვიძინებ ზედიზედ ხუთი წლის განმავლობაში.''

ვიდეოები ფართოდ ვრცელდება სოციალურ მედიაში და ხალხი მუდმივად აკრიტიკებს მათ.



FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 1 /
მარიამი
მეტი რომ არაფერი ადარდებს მოცემულ სიტუაციაში, ნორმალურია ახლა ეს?
16:16 / 17-03-2022
გამოხმაურება / 0 /
loadign_gif
გამოკითხვა
რას ელოდებით ახალი წლისგან?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
2627282930 1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31
e87a93