მოდელი ბელა ჰადიდი მისი გარეგნობის შესახებ გავრცელებულ ჭორებს ეხმაურება და ამბობს, რომ 14 წლის ასაკში ცხვირის ოპერაცია გაიკეთა, თუმცა ახლა ამას ძალიან ნანობს.
მიუხედავად იმისა, რომ ბელას პლასტიკური ქირურგიის შესახებ ჭორები წლების განმავლობაში ტრიალებდა, 25 წლის მოდელმა ჭორები მხოლოდ ახლა დაადასტურა.
”ნეტავ ჩემი წინაპრების ცხვირი შემენარჩუნებინა, ვფიქრობ, რომ ავიტანდი მას”, - თქვა ჰადიდმა Vogue-თან ინტერვიუში.
ცხვირის ოპერაციის მიუხედავად, ბელამ უარყო ჭორები მისი ტუჩისა და სხვა ნაკვთების შესახებ და თქვა, რომ მისი სახის ცვლილების მიზეზი მხოლოდ ასაკია.
მან ასევე აღნიშნა, რომ არასდროს გამოუყენებია ფილერი.
„მოდით, უბრალოდ დავასრულოთ ეს. მე არ მაქვს პრობლემა, როცა ჩემზე საუბრობენ, მაგრამ არანაირი ფილერი არ გამომიყენებია“, - ამბობს მოდელი.
რაც შეეხება მის თვალებს და წარბებს, მას არც ეს პროცედურები გაუკეთებია. სამაგიეროდ, მისი გარეგნობა კარგი, ძველმოდური მაკიაჟის შედეგია. „ვინც ფიქრობს, რომ თვალები ამეწია ან სხვა… ეს არის სახის მაკიაჟი, ყველაზე ძველი ხრიკი მოდაში“, - თქვა ჰადიდმა.
თუმცა მოდელმა აღიარა, რომ თავის გარეგნობაზე ფიქრი მისი ბავშვობის დიდი ნაწილი იყო და გავლენა მოახდინა მის მოღვაწეობაზე სამოდელო ინდუსტრიაში, რომელშიც პირველი მისი და, ჯიჯი ჰადიდი მოხვდა.
”მე უფრო მახინჯი და ვიყავი. მე ვიყავი შავგვრემანი. მე არ ვიყავი ისეთი მაგარი, როგორც ჯიჯი, არც ისეთი ენერგიული“, - განუცხადა მან გამოცემას. ”ეს არის ის, რასაც ხალხი ამბობდა ჩემზე. და სამწუხაროდ, როცა რამდენჯერმე გეუბნებიან ამას, უბრალოდ გჯერა“.
„ძალიან გაღიმებულ სახეს ვიღებ ან ძალიან ძლიერ სახეს. ყოველთვის ვგრძნობდი, რომ რაღაც მქონდა დასამტკიცებელი, ”- ჰყვება ბელა. „ადამიანებს შეუძლიათ თქვან ყველაფერი იმაზე, თუ როგორ გამოვიყურები, როგორ ვლაპარაკობ, როგორ ვიქცევი, მაგრამ შვიდი წლის განმავლობაში არასდროს გამომიტოვებია სამსახური, დამიგვიანებია სამსახურში. ვერავინ ვერასდროს იტყვის, რომ მე არ ვმუშაობ“.