თიკა ფაცაცია ჟურნალი "ნარგისის" ახალი რუბრიკის, „პორტრეტის“ პირველი სტუმარია. თიკამ რუბრიკაში თავის განვლილ გზასა და ბავშვობაზე ისაუბრა.
მისივე თქმით, მოგონებების გახსენება აუცილებელია, რადგან ისინი ინახავენ ყველა იმ სასიამოვნო განცდას, რომლებიც ამ მოგონებების შექმნას ახლდა თან.
როგორც თიკამ აღნიშნა, ის ხშირად არ ფიქრობს განვლილ ცხოვრებაზე, რადგან ამის დრო ფიზიკურად არ რჩება.
„ალბათ, ყველაზე მეტი, რაც უნდა ვაგროვოთ ცხოვრებაში, არის მოგონებები. ისინი კი ფოტოებით და განცდებით უნდა დავიმახსოვროთ.“ - ამბობს ტელეწამყვანი.
თიკამ ასევე გაიხსენა, როგორ გამოიყურებოდა და რა ეცვა ბავშვობაში.
„ვიყავი ბავშვი, რომელიც ბაღში შეირაცხა, როგორც გაუცინარი ხელმწიფე. ბავშვობა არის ყველაზე ლაღი პერიოდი. ძალიან ხშირად დედაჩემი მიქსოვდა ან მიკერავდა ხოლმე სამოსს.
ძალიან კმაყოფილი ვარ, მომწონს ჩემი თავი ბავშვობაში. ერთხელ ჯინსის კაბაზე იმდენი ვიბრძოლე... 400 მანეთი ღირდა. ჩემს ოჯახს არ ჰქონდა ამდენი შესაძლებლობა, მაგრამ ვალი აიღეს და მაინც მიყიდეს, რადგან ძალიან მინდოდა.“ - იხსენებს ფაცაცია.
