ბოლო დროს, მედიაში გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ პრინცი უილიამი და ქეით მიდლტონი დააფიქსირეს ვინდსორის რამდენიმე რეგიონში, შვილებისთვის ახალი სკოლის ძებნის პერიოდში, რამაც გამოიწვია ჭორები, რომ წყვილი სასახლის დატოვებას აპირებს.
უილიამს და ქეითს უკვე აქვთ ორი სახლი, კენსინგტონის სასახლე ლონდონში და ანმერ ჰოლი ნორფოლკში. მიუხედავად ამისა, ტაბლოიდები ზაფხულიდან მოყოლებული საუბრობენ, რომ ჰერცოგინიებს საცხოვრებლად გადასვლა გარეუბანში სურთ, ვინდსორი კი ქალაქ ლონდონის გარეთ, დაახლოებით ერთი საათის სავალზეა.
ბრიტანული მედია გადაწყვეტილების ერთ-ერთ მოტივად დედოფალ ელიზაბეტს ასახელებს. ადრე მონარქი ცხოვრობდა ბუკინგემის სასახლეში და მხოლოდ შაბათ-კვირას რჩებოდა ვინდსორის სასახლეში, მაგრამ პანდემიის გამო ის ვინდსორში სრული დროით გადავიდა საცხოვრებლად. რეგიონი, რომელშიც ქეითი და უილიამი სახლს არჩევენ, დედოფლის საცხოვრებელთან შედარებით ახლოა, რაც დაეხმარებათ გააფართოვონ თავიანთი როლები, როგორც სამეფო ოჯახის უფროსმა წევრებმა.
შემდეგ არის ცხოვრების წესის საკითხი. წყვილი ყოველთვის ტკბებოდა ლონდონით და რამდენიმე წელი ანმერ ჰოლშიც კი ცხოვრობდა. ვინდსორში გადასვლა მათ შვილებს საშუალებას მისცემს გაიზარდონ ნაკლებად ურბანულ გარემოში, მაგრამ მაინც ახლოს იყვნენ ქალაქის ცენტრთან. გარდა ამისა, ოჯახის სხვა წევრებთან ერთად - პრინცესა ევგენი და ჯეკ ბრუკსბანკი ცხოვრობენ ფროგმორის კოტეჯში, ხოლო პრინცი ედვარდი და ვესექსის გრაფინია ბაგშოტის პარკში - ქეითის შვილები გარშემორტყმული იქნებიან ოჯახით. კემბრიჯის ჰერცოგინიას მშობლები ასევე ცხოვრობენ ვინდსორის მახლობლად, რამოდენიმე საათის სავალზე.
ეჭვგარეშეა, რომ სასკოლო განათლება ასევე მნიშვნელოვან როლს ასრულებს: პრინცი უილიამი ვინდსორის პრესტიჟული სკოლის მოსწავლე იყო, ხოლო ქეით მიდლტონი მარლბოროს პანსიონში სწავლობდა, უილიამისგან დაახლოებით ერთი საათის სავალზე.
თუმცა, ეს არ ნიშნავს იმას, რომ ისინი საერთოდ აღარ იქნებიან ლონდონში: ჰერცოგი და ჰერცოგინია გააგრძელებენ კენსინგტონის სასახლის მოვლას, როცა სამეფო მოვალეობები ამას მოითხოვს. მაგრამ მათი მომავალი ლონდონში ნაკლებად ნათელია.