უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლის, ბახვა ჩიქობავას შესახებ სოციალურ ქსელში მისი ახლობლები წერენ. როგორც გაირკვა, გარდაცვლილი პარლამენტის ყოფილი წევრის, ხათუნა ხოფერიას ძმაა.
გარდაცვლილ ბიძაზე ემოციურ პოსტს აქვეყნებს ხათუნა ხოფერიას შვილი, ბექა ხოფერია:
“არ მიყვარს პოსტების წერა, მაგრამ ყველამ მინდა იცოდეს, როგორი ბიძა მყავდა და რომ ყოველთვის ვამაყობდი მისით! პირველი სურათი აგვისტოს ომშია გადაღებული, მაშინ ღმერთმა გვაჩუქა მისი თავი და გადარჩა…
პოლკოვნიკი ბახვა ჩიქობავა, ჩემი გმირი ბიძია მიყვარხარ, ვამაყობ და მუდამ ვიამაყებ შენით, მშვიდობით ბახუ”, – წერს ბექა ხოფერია.
ემოციური წერილი გამოაქვეყნა ბექა ხოფერიას ყოფილმა ცოლმა, მომღერალმა თიკა ჯამბურიამაც:
"ღმერთო, ხათუნას ძმა … ბექას ბიძა , ნინას ბაბუა … დიდება გმირებს! გამისკდება გული ……”, – წერს თიკა ჯამბურია.
აგვისტოს ომის გმირი, ბახვა ჩიქობავა უკრაინაში ყირიმის კონფლიქტის დროს წავიდა, სადაც გარდაცვალებამდე ოკუპანტებთან ყველა ბრძოლაში მიიღო მონაწილეობა.