ქართველი მოცეკვავე სალომე ჭაჭუა საქართველოს შემდეგ ირლანდიის „ცეკვავენ ვარსკვლავებში“ მონაწილეობს. სალომე უკვე რამდენიმე კვირაა ირლანდიაში ცნობილ მორაგბესთან, ჯორდან კონროისთან ერთად ცეკვავს და ჟიურისგან მაღალ შეფასებებსაც იმსახურებს.
გუშინ პროექტის ნახევარფინალი გაიმართა, სადაც სალომეს ირლანდიელი მეწყვილე ფინალში გავიდა, ჯამში ჟიურისგან 28 ქულა მიიღო.

შეგახსენებთ, რომ წლების წინ სალომე მის ამჟამად უკვე ყოფილ მეუღლესთან, გიორგი ვარდოსანიძესთან ერთად საქართველოს "ცეკვავენ ვარსკვლავებშიც" იღებდა მონაწილეობას, სადაც ასევე ფინალში იცეკვა. სწორედ "ცეკვავენ ვარსკვლავების" რეპეტიციებზე დაიწყო მისი და ვარდოსანიძის სიყვარულიც, თუმცა ისინი რამდენიმეწლიანი თანაცხოვრების შემდეგ დაშორდნენ.
