„გთხოვთ, ნუ ყიდულობთ ლურჯ-ყვითელ ჰუდებს სოლიდარობის გამოსახატად; ვისაც მართლა დახმარება გინდათ, გადარიცხეთ თანხა“ - ნიკოლოზ წულუკიძე უკრაინაში წითელი ჯვრის ელჩის სახელით იმყოფება - Marao

„გთხოვთ, ნუ ყიდულობთ ლურჯ-ყვითელ ჰუდებს სოლიდარობის გამოსახატად; ვისაც მართლა დახმარება გინდათ, გადარიცხეთ თანხა“ - ნიკოლოზ წულუკიძე უკრაინაში წითელი ჯვრის ელჩის სახელით იმყოფება

2022-03-23 12:32:36+04:00


მსახიობი და ტელეწამყვანი ნიკოლოზ წულუკიძე უკრაინაში წითელი ჯვრის ელჩის სახელით იმყოფება.

იგი უკრაინელ ხალხს სხვადასხვა ჰუმანიტარულ დახმარებას სთავაზობს და ქართველ ხალხს სთხოვს, რომ უკრაინის მხარდასაჭერი სამოსის შეძენის ნაცვლად, თანხა უკრაინელების საქველმოქმედო ანგარიშებზე გადარიცხონ.

„ამ ქვეყანაში განსაკუთრებულად უყვართ საქართველო და ქართველები. გთხოვთ, ნუ ყიდულობთ ლურჯ-ყვითელ ჰუდებს სოლიდარობის გამოსახატად; ვისაც მართლა დახმარება გინდათ, გადარიცხეთ თანხა. ზოგიერთ ქალაქში ხალხი შიმშილობს. არ იშოვება საწვავი, წყალი, არ არის ელექტროენერგია.“ - წერს წულუკიძე.

ვიცი, რომ ძალიან გტკივათ... მინდა, მთელი გულით მხარი დაგიჭიროთ“ - ირაკლი მაქაცარია პოლონეთში უკრაინის დასახმარებლად გაემგზავრა

„ჩემს შვილს, მარიამს, უნდოდა უკრაინაში წასვლა, მაგრამ გადავაფიქრებინე... მე არ ვაპირებ წასვლას“ - ნანუკა ჟორჟოლიანი