ლას-ვეგასში, "გრემის“ დაჯილდოების 64-ე ცერემონიალზე, უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის ვიდეომიმართვა წარადგინეს, სადაც ის მაყურებელსა და დამსწრეებს მოუწოდებს, უკრაინას ყველა შესაძლო საშუალებით მხარი დაუჭირონ.
"მოჰყევით ჩვენი ამბავი, თქვით სიმართლე ომის შესახებ სოციალურ მედიასა და ტელევიზიაში, მხარი დაგვიჭირეთ ყველანაირად, ნებისმიერი გზით, მაგრამ არა დუმილით და მაშინ მშვიდობა მოვა... რუსულ ბომბებს სიჩუმე მოაქვს ქუჩებში, მოკლული ადამიანების დუმილი... შეავსეთ ეს სიჩუმე თქვენი მუსიკით“, - განაცხადა ზელენსკიმ.
"ჩვენი ქვეყანა იბრძვის თავისუფლებისთვის, სიყვარულისთვის, ჟღერადობისთვის, მაგრამ რუსულ ბომბებს სიჩუმე მოაქვს ქუჩებში. დანგრეული ქალაქებისა და მოკლული ადამიანების დუმილი. 400-ზე მეტი ბავშვი დაშავდა და 153 ბავშვი დაიღუპა. ომი არ გვაძლევს არჩევანის გაკეთების საშუალებას, ვინ გადარჩება და ვინ დარჩება მარადიულ სიჩუმეში. ჩვენი მუსიკოსები სმოკინგის ნაცვლად ჯავშანს ატარებენ. ისინი უმღერიან დაჭრილებს საავადმყოფოებში“, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.
მან უკრაინის განადგურებულ ქალაქებზეც ისაუბრა.
იხილეთ სრულად