მეგან მარკლი ცდილობს ისტორიული სიტყვის, „არქეტიპების“ მარკირებას მას შემდეგ, რაც გამოაცხადა, რომ მის პირველი პოდკასტების სერიის აუდიონაკადს Spotify-სთვის "არქეტიპები" დაარქვა.
მიუხედავად იმისა, რომ ეს სიტყვა მომდინარეობს ბერძნულიდან და პირველად ინგლისში დაახლოებით 1540 წელს შევიდა, სასექსის ჰერცოგინიამ უკვე გააკეთა განაცხადი აშშ-ის საპატენტო ნიშნების ოფისში გასულ თვეში და ეს განცხადება მოიცავს მეგანისთვის სიტყვა „არქეტიპზე“ საავტორო უფლებების მინიჭებას.
მეგანის ახალი კამპანია მოიცავს კულტურას, ქალების წინაშე არსებულ სტერეოტიპებსა და აუდიო ან სატელევიზიო ჩანაწერებსაც, რომლებიც გამოჩნდება ტელევიზიებში, სოციალურ ქსელებში, მობილურ აპლიკაციებში და ა.შ.
მეგანს შეიძლება შეექმნას სამართლებრივი პრობლემები კომპანიებისგან, რომლებიც იყენებენ სიტყვა "არქეტიპს" თავიანთ სახელებში, მაგალითად, როგორიცაა კანის მოვლისა და დასუფთავების პროდუქტების ქსელი Archetypes-ი, რომელმაც უკვე დაამკვიდრა ბაზარზე საკუთარი სავაჭრო ნიშანი.
მსგავს ენობრივ ბრძოლას 2002 წელს ვიქტორია ბექჰემიც აწარმოებდა. ყოფილმა პოპ-მომღერალმა, რომელიც ცნობილია, როგორც Posh Spice, ყველანაირად სცადა ჩემპიონატის საფეხბურთო გუნდისთვის არ დაერქმიათ სახელი Posh, რადგან ამტკიცებდა, რომ ეს სიტყვა მასთან იყო დაკავშირებული.
არჩეველის ფონდმა გამოაცხადა, რომ ჰარისა და მეგანის Spotify აუდიოჩანაწერების დებიუტი საბოლოოდ ამ ზაფხულს შედგება - მომგებიანი გარიგების დადებიდან 18 თვის შემდეგ.
Archetypes-ს უმასპინძლებს მეგანი, რომელიც ისაუბრებს ისტორიკოსებთან, ექსპერტებთან და ქალებთან, რომლებმაც განიცადეს სტერეოტიპების გავლენა თავიანთ ცხოვრებაზე.
„მე მექნება საუბარი ქალებთან, რომლებმაც კარგად იციან, როგორ ყალიბდება ეს სტერეოტიპები და დაველაპარაკები ექსპერტებს, რათა გავიგოთ, როგორ უნდა ავიცილოთ ამხელა სტრესი თავიდან“, - ამბობს მეგანი.
„მე ვარ მეგანი და ეს არის არქეტიპები - პოდკასტი, სადაც ჩვენ ვჭრით, ვიკვლევთ და ვარღვევთ ლეიბლებს, რომლებიც ცდილობენ ქალების შეჩერებას.“ - ნათქვამია მისი კამპანიის სარეკლამო რგოლში.
ბრიტანეთში ფიქრობენ, რომ მეგან მარკლის ცრემლები მონარქიის დასრულების მიზეზი გახდება
მორიგი სკანდალი მეგან მარკლის გარშემო - რატომ უჩივის ჰერცოგინიას საკუთარი მამა სასამართლოში