„ჩემთვის მოსალოდნელი იყო, რომ უფალი რაღაც განსაცდელისთვის მამზადებდა; ვიჩემებ, რომ ქრისტეს ჯარისკაცი ვარ და მზად ვიყავი შინაგანად“ - გიორგი გილიგაშვილი სიმსივნის დიაგნოზსა და მასთან ბრძოლაზე საუბრობს - Marao

„ჩემთვის მოსალოდნელი იყო, რომ უფალი რაღაც განსაცდელისთვის მამზადებდა; ვიჩემებ, რომ ქრისტეს ჯარისკაცი ვარ და მზად ვიყავი შინაგანად“ - გიორგი გილიგაშვილი სიმსივნის დიაგნოზსა და მასთან ბრძოლაზე საუბრობს

2022-04-20 10:21:59+04:00


გიორგი გილიგაშვილის ხსენებაზე ცოტა თუ მიხვდება, ვისზეა საუბარი, მაგრამ საკმარისია ვახსენოთ ორი სიტყვა: "ჩემმა მზემ", ყველაფერს ნათელი ეფინება. გიორგი თანამედროვე ახალგაზრდებისგან იმდენად განსხვავდება ლაპარაკის მანერით, ლექსიკითა და სტილით, რომ ბევრი მას არაადეკვატურ პიროვნებადაც კი აღიქვამს.

გიორგი პირველად საზოგადოებამ სერიალ "ტიფლისის" დამსახურებით გაიცნო, თუმცა ბევრად უფრო დიდი ყურადღება მიიქცია მოგვიანებით, "პრაიმ შოუში" სტუმრობის შემდეგ თავისი არაორდინარულობითა და უცნაურობით. მას ხალხი წინა ეპოქიდან მოსულს უწოდებს.

ცოტა ხნის წინ გიორგიმ სამწუხარო ინფორმაცია გააზიარა და „პრაიმტაიმთან“ საუბრისას თქვა, რომ მას სიმსივნის დიაგნოზი დაუსვეს.

"ერთ-ერთ სატელევიზიო პროექტში მონაწილეობისთვის ვემზადებოდი. ამისთვის საჭირო იყო სამედიცინო შემოწმება. მაშინ ფარისებრ ჯირკვალზე კვანძები აღმომაჩნდა. ყურადღება არ მიმიქცევია, კოვიდი მძვინვარებდა და მედიკოსების მოცდენა არ მინდოდა.

როცა ეს ამბავი ირაკლი მაქაცარიამ გაიგო, თავის უსაყვარლეს მედიკოს დედასთან ძალით წამიყვანა - დადგინდა, რომ ავთვისებიანი კიბო მქონდა.

მეგობრები, როგორც ცხრა ძმა ხერხეულიძე, ისე გაერთიანდნენ და ჩემი თურქეთში სამკურნალოდ გაგზავნა უზრუნველყვეს. ტრაპთან "სამოსელი პირველის" ჩოხა მომიტანეს და მითხრეს - კიბოს ამ ჩოხით უნდა ებრძოლოო.

ოპერაცია ერთი კვირის წინ ჩამიტარდა. საოცარი მხარდაჭერა ვიგრძენი თურქი ექიმებისგან, კლინიკაში ჩვენი სამლოცველოც კი გვქონდა. იმისთვის, რომ საბოლოოდ დავამარცხო სიმსივნე, სხივურ თერაპიას რამდენიმე დღეში დავიწყებ.

მართალი გითხრათ, ჩემთვის მოსალოდნელი იყო, რომ უფალი რაღაც განსაცდელისთვის მამზადებდა. ვიჩემებ, რომ ქრისტეს ჯარისკაცი ვარ და მზად ვიყავი შინაგანად, თუმცა მოულოდნელი იყო ეს ყველაფერი ჩემიანებისთვის.

მადლობა უფალს, რომ თავს კარგად ვგრძნობ, თუმცა მთავარი და მარადიული მხოლოდ სიყვარულია, რომლისთვის სიცოცხლის შეწირვაც კი ღირს", - თქვა გიორგიმ.

"ლამაზი გოგო ცეკვავს ჩემ წინ და სიყვარულით მთვრალია" - ვინ მონაწილეობს გიორგი გილიგაშვილის ახალ კლიპში (+ვიდეო)

"ფიფქისფერი ფიფქები, მგონი ჩემი იქნები" - ნახეთ ნინი ბადურაშვილისა და გიორგი გილიგაშვილის ახალი სიმღერის კლიპი (ვიდეო)