თინა კანდელაკი ერთ-ერთ ინტერვიუში საუბრობს, თუ რამ გაანაწყენა ქართველებზე. მან აღნიშნა, რომ ერთ-ერთ ფესტივალზე მას წლის საუკეთესო წამყვანის პრიზი არ მისცეს:
„თბილისში იმართებოდა სატელევიზიო ფესტივალი, როგორიცაა რუსეთში „ტეფი“. აქ უნდა გამოევლინათ წლის საუკეთესო გადაცემები, წამყვანები და ა.შ. მე წარმადგინეს ნომინაციაზე "წლის საუკეთესო ტელეწამყვანი". ცერემონიის დაწყებამდე ცოტა ხნით ადრე მამას ერთ-ერთი ტელეკომპანიის ხელმძღვანელმა მეგობრულად უთხრა, თინა ძალიან ემოციურად უყურებს ამ დაჯილდოებას, ამიტომ დაამშვიდე, რადგან გამარჯვებული სხვა ხდებაო. მთელი დღე ვტიროდი, ეს იყო უდიდესი უსამართლობა. ფესტივალი დასრულდა და ვთქვი, მე მთელ საქართველოს დავუმტკიცებ, რომ სულ სხვა დონის წამყვანი ვარ-მეთქი. ამ სიტყვებით დავიწყე გზების ძიება. აქედან გავიგე, რომ მოსკოვში იყო ტელევიზიისა და რადიოს თანამშრომელთათვის კვალიფიკაციის ასამაღლებელი კურსები. ასე ვიპოვე სვეტლანა მაკაროვა და ვთხოვე, ავეყვანე. ის დამთანხმდა. სახლში მოვედი და დედას ვუთხარი, 3500 დოლარი მჭირდება-მეთქი. დედამ მაშინვე გადაწყვიტა, ბინა გაეყიდა და ქირით გადასულიყო. ასე ჩამოვედი მოსკოვში“ – ამბობს კანდელაკი.
