ჩრდილოეთ კორეის დიქტატორი კიმ ჩენ ინი კვლავ საფრთხედ მიიჩნევს, რომ მის ქვეყანაში სულ უფრო მეტი ახალგაზრდა ცდილობს, ჩაცმის დასავლურ ტენდენციებს აჰყვეს და ამ თემას კიდევ ერთხელ უთმობს ყურადღებას.
სოციალისტური პატრიოტული ახალგაზრდული ლიგა, რომელიც კიმ ჩენ ინის პოლიციის როლს ასრულებს, ვიწრო ჯინსებსა და ტანზე კარგად მომდგარ შარვლებში გამოწყობილ 20-30 წლის ქალებს ვიდეოებს უღებს და შემდეგ ლიგის ფილიალებში მიჰყავს.
თავისუფლებაშეზღუდულ ადამიანებს აიძულებენ, თვითკრიტიკული წერილები დაწერონ და ფიცსაც ადებინებენ, რომ ამგვარ "დანაშაულს" მეორედ აღარ გაიმეორებენ. ყოველივეს ისინი "მოდის დანაშაულს" უწოდებენ.
გარკვეული დროის შემდეგ მათ ათავისუფლებენ, მაგრამ ვიდეოჩანაწერები მთავრობას რჩება და შეუძლიათ სხვების დასაშინებლად გამოიყენოთ, რათა მათაც იგივე არ გაიმეორონ. ერთ-ერთ ასეთ ვიდეოში კანონის დამრღვევთა ჩაცმულობა დახასიათებული იყო, როგორც "უხამსი“, ხოლო თავად ამ ქალებს კი "უწმინდური იდეოლოგიის“ მქონენი უწოდეს.
იხილეთ სრულად