დედოფალი ელიზაბეტი გამოტოვებს ღია ცის ქვეშ, სამეფო ბაღში გამართულ ოთხ წვეულებას, რომლებიც ამ ზაფხულს ერისთვის მადლობის გადასახდელად გაიმართება.
96 წლის მონარქს ღონისძიებებზე სამეფო ოჯახის სხვა წარმომადგენლები შეცვლიან. ერთი მათგანი ბუკინგემის სასახლიდან იქნება, მეორე - ედინბურგის.
მისმა უდიდებულესობამ, რომელსაც აქვს ჯანმრთელობის პრობლემები, წელს უკვე გამოტოვა რამდენიმე მნიშვნელოვანი ღონისძიება, რადგან მას გადაადგილების პრობლემები აქვს, მაგრამ თვალს ადევნებდა მათ.
ღონისძიებები, რომლებსაც ელიზაბეტი გამოტოვებს, პანდემიის გამო 3 წლის განმავლობაში პირველად იმართება. ეს არის სამეფო კალენდრის ძირითადი მოვლენები, სადაც ისინი, ვინც ემსახურებოდნენ საკუთარ ქვეყანას ან თემებს, მიწვეულები არიან მონარქის სასახლეში.
სასახლემ ელიზაბეტის გადაწყვეტილება, რომ ის ღონისძიებას არ დაესწრებოდა, ღონისძიებამდე ერთი კვირით ადრე გამოაცხადა, რაც იმაზე მიანიშნებს, რომ მონარქის ჯანმრთელობის მდგომარეობა ბოლო პერიოდში გაუარესდა.
ამასთან, მალე დედოფალი საკუთარ იუბილეს აღნიშნავს, რომელსაც მეგან მარკლი და პრინცი ჰარი კვლავ არ დაესწრებიან.
„როდესაც ჰარი რვა წლის იყო, ერთ-ერთ მოახლეს წონაში დაკლება ურჩია; პრინცესა დაიანამ ეს ამბავი მოისმინა და იმის ნაცვლად, რომ ჰარი დაესაჯა, დიდხანს იცინოდა“ - პრინც უილიამისა და პრინცესა დაიანას ურთიერთობის აქამდე უცნობი დეტალები
ამბავი ელისაბედ II-ის დედამთილის შესახებ, რომელიც ზიგმუნდ ფროიდის დამსახურებით, მთელი ცხოვრება გიჟად ითვლებოდა.
ბრიტანეთში ფიქრობენ, რომ მეგან მარკლის ცრემლები მონარქიის დასრულების მიზეზი გახდება