ისრაელში ყოფნისას ალა პუგაჩოვა ხშირად ფიქრობდა იმაზე, თუ როგორ უნდა შეეტანა წვლილი ოჯახის ბიუჯეტში. მას შემდეგ რაც ალა და მაქსიმ გალკინი საცხოვრებლად ისრაელში გადავიდნენ, ისინი თავს ფუფუნებაში ცხოვრების უფლებას აძლევენ. რუსეთში ყოფნის დროს მათ დაკავებული სამუშაო გრაფიკის გამო არ შეეძლოთ დასასვენებლად ზღვაზე წასვლა, ძველ მეგობრებთან შეხვედრა და ასე შემდეგ, ახლა კი ეს ყველაფერი შეუძლიათ და მხოლოდ ახლა დაიწყეს მატერიალურ მხარეზე ფიქრი.
მაქსიმ გალკინმა განაცხადა, რომ ისრაელში ტურნეს გამართავს. თავიდან იმ ქალაქების სია, რომელსაც გალკინი ესტუმრება, საკმაოდ მცირე იყო, თუმცა ისინი ყოველკვირა ემატებოდა. გალკინის თქმით, ბილეთები მყისიერად იყიდება, რაც მას ძალიან სიამოვნებს.
ალა პუგაჩოვამ კი პირიქით, გადაწყვიტა ბავშვების აღზრდაზე ფოკუსირება და როგორც მისი თაყვანისმცემლები ვარაუდობენ, პრიმადონას ასევე სურდა დამატებითი შემოსავლების მიღება კერძო ბიზნესიდან.
ხალხის ნაწილს სჯეროდა და ამბობდნენ, რომ ალა მალე დაბრუნდებოდა სცენაზე, სხვები კი ფიქრობდნენ, რომ მისთვის უკეთესი იქნებოდა თუ ბავშვებს კერძო ვოკალის გაკვეთილებს ჩაუტარებდა, მაგრამ ვარსკვლავი სულ სხვაგვარად მოიქცა.
რუსეთიდან წასვლის შემდეგ პუგაჩოვას მკაცრი განცხადებები არ გაუკეთებია, როგორც ჩანს, ის ცდილობს უკან დასაბრუნებელი ყველა ხიდი არ გადაჭრას, მაგრამ ფულის გამომუშავება ისრაელში სურს. ცოტახნის წინ ცნობილი გახდა, რომ ალამ დაარეგისტრირა საკუთარი სავაჭრო ნიშანი სახელით „პრიმადონა“. რის წარმოებას აპირებს მომღერალი ამ ნიშნის ქვეშ ჯერჯერობით უცნობია, თუმცა მრავალი ვარაუდი არსებობს.
ტელეგრამის არხის, Mash-ის ცნობით, პუგაჩოვას ბრენდს წვდომა ექნება ყველაფერზე: კოსმეტიკაზე, თვითმფრინავებზე, ტანსაცმელზე, საბრძოლო მასალაზე და ა.შ, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ პუგაჩოვა ყველაფრის წარმოებას გეგმავს. თავად ალას ოფიციალური კომენტარი ჯერ არ გაუკეთებია.