6 წლის ბენეტი ოჯახმა 1996 წლის 26 დეკემბერს გარდაცვლილი იპოვა. უკვე 26 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც სილამაზის კონკურსის მონაწილე და სიცოცხლით სავსე გოგონა მოკლეს, თუმცა დანაშაულისთვის კვლავ არავინ დაუჭერიათ.
ამ საქმემ საზოგადოება ძვლებამდე გაყინა და სწრაფად მიიპყრო მთელი ერის ყურადღება. დღეს ის კვლავ აშშ-ს ერთ-ერთ ყველაზე გახმაურებულ გაუხსნელ დანაშაულად რჩება და მის დეტალებზე არაერთი ფილმი თუ წიგნი შეიქმნა.
1996 წლის 26 დეკემბერს ბენეტ რემსი მშობლებმა მათი სახლის სარდაფში იპოვეს. ABC news-ის ცნობით, ბავშვი წინა ღამეს გარდაიცვალა, მაგრამ მისი ცხედარი მეორე დილამდე ვერ იპოვეს. გოგონას გვამი მამამ, ჯონ რემსის აღმოაჩინა, მან სახლში 118000 აშშ დოლარის ღირებულების ქვითარი იპოვა და ჩათვალა, რომ მისი ქალიშვილი გაიტაცეს და სასწრაფოდ პოლიციაში დარეკა.
გავიდა რამდენიმე საათი და დეტექტივი მოვიდა, რომელმაც ჯონ ბენეტს ურჩია, სახლის სარდაფი დაეთვალიერებინა. ჯონის ჩვენებების თანახმად, მისი ქალიშვილი საბანზე იწვა, ხელები თავთან ჰქონდა შეკრული, ხოლო პირზე ლენტი ჰქონდა აკრული.
ბენეტი დაკრძალეს მარიეტაში, ჯორჯიას შტატში, ნახევარ-დის გვერდით, რომელიც 1992 წელს ავტოკატასროფაში დაიღუპა.
1997 წლის 13 მარტს ცნობილი გახდა, რომ პოლიციის გადამდგარი უფროსი, ლუ სმიტი საქმის გამოძიებას შეუერთდებოდა. მას შემდეგ სმიტი საუბრობდა, რომ აღმოჩენილი მტკიცებულებები მკვლელის სახლში შეჭრასა და გოგონას გაგუდვაზე მიუთითებდა. სარდაფის ფანჯარა გატეხილი იყო, ხოლო კედელზე ფეხსაცმლის ნაკვალევი ჩანდა, რომელიც, სმიტის აზრით, მკვლელს ეკუთვნოდა. ლითონის ბოჭკოები, რომლებიც სახლის გარეთ აღმოაჩინეს, ემთხვეოდა სახლში აღმოჩენილ ნივთიერებებს, რომლებიც სარდაფის მახლობლად იპოვეს. ბენეტის ფრჩხილებისა და დნმ-ს ნიმუშებმა მიუთითეს, რომ მისი მკვლელი მამაკაცი იყო.
ბენეტის სახესა და ზურგზე არსებული ნაკვალევი ელექტროშოკის გამოყენებაზე მიუთითებდა. სასამართლო ექსპერტის ვარაუდით, მკვლელმა გოგონა შეშინების მიზნით ელექტროშოკით გათიშა.
1997 წლის 18 აპრილს მაშინდელმა ოლქის პროკურორმა გოგონას მშობლები მთავარ ეჭვმიტანილებად გამოაცხადა, თუმცა ეს თეორია ვერ დაადასტურა. რამსის ოჯახი საცხოვრებლად გარეუბანში მდებარე სახლში გადავიდა.
1997 წლის 14 ივლისს გამოქვეყნებული დასკვნის თანახმად, გოგონას თავის ქალა გატეხილი იყო, არ გამოირიცხა მასზე სექსუალური ძალადობაც. მას ერთი ჩალურჯება მაჯაზე, ხოლო მერე ყელთან ჰქონდა. აღენიშნებოდა სისხლჩაქცევები საშოს მიდამოში, ფეხებსა და ტერფებზე.
პარალელურად, რაიონული პროკურატურა ცდილობდა დაემტკიცებინა, რომ გოგონა სახლის შესასვლელში, ქსოვილით გაგუდული იპოვეს. ამ განცხადებების შემდეგ ერთ-ერთი პროკურორი, პროტესტის ნიშნად თანამდებობიდან გადადგა.
დეტექტივმა სტივ თომასმა რაიონული პროკურატურა პოლიტიკური მიზეზებით გამოძიების გაწელვაში დაადანაშაულა და ამბობდა, რომ გამომძიებლებმა მტკიცებულებები უგულებელყვეს, რათა საზოგადოებას საქმის დეტალების სწორად გააზრება ვერ მოეხერხებინა.
1999 წლის 13 ოქტომბერს ალექს ჰანტერმა გამოაცხადა, რომ ნაფიცმა მსაჯულებმა დაასრულეს სამუშაო და მათ ვინმესთვის ბრალის წარსადგენად საჭირო მტკიცებულებები ვერ აღმოაჩინეს.
ჯონ რემსის დაწერა წიგნი, რომელსაც „უდანაშაულობის სიკვდილი - ბენეტის მკვლელობის აურაცხელი ამბავი“ უწოდა.
ჯონმა გამომძიებლებს სთოვა გადაემოწმებინათ მათი საახლობლო წრე, რადგან ფიქრობდა, რომ ბენეტის მკვლელი ახლობელი იყო და ის საათობით ელოდებოდა მომენტს, როცა ცოლ-ქმარი სახლს დატოვებდნენ, რათა გოგონა სახლში მარტო გამოეჭირა.
2006 წლის აგვისტოში ბენეტის მასწავლებელმა, მარკ კარმა თქვა, რომ მან მოკლა გოგონა, თუმცა მისი დეენემი მკვლელობის ადგილზე აღმოჩენილ დეენემს არ დაემთხვა. ამასთან, მისმა ძმამ განაცხადა, რომ მარკი მკვლელობის დღეს ოჯახთან ერთად იმყოფებოდა.
პროკურორმა მერი ლეისიმ გაავრცელა განცხადება, რომელშიც ნათქვამია, რომ საქმეში აღმოჩენილ დნმ-ს აქვს გენეტიკური პროფილი, რომელიც ეკუთვნის მამრს და არ ეკუთვნის არავის ბენეტის ოჯახიდან.
ნაფიც მსაჯულთა სასამართლომ თქვა, რომ ჯონ და პეტსი რემსიმ „დაუშვეს... ბავშვის დაუსაბუთებლად დატოვება ისეთ სიტუაციაში, რომელიც საფრთხეს უქმნიდა ბავშვის სიცოცხლეს ან ჯანმრთელობას, რამაც გამოიწვია ბენეთ რემსის სიკვდილი“.
გარი ოლივა მაშინ 52 წლის იყო. დააკავეს და დაადანაშაულეს ბავშვთა პორნოგრაფიის ჩამოტვირთვაში. პოლიციამ განაცხადა, რომ ის, შესაძლოა, მკვლელობის ღამეს რემზის სახლთან ახლოს ყოფილიყო. პოლიციამ მის საკუთრებაში იპოვა ბენეტის ფოტოც. ოლივამ აღიარა, რომ ის ბენეტის სილამაზით აღფრთოვანებული იყო. გამოძიება მათ შესაძლო კავშირზე დაიწყო.
CBS-ის გუნდმა ხელახლა შექმნა ბენეტის სახლის რეალური ზომის ვერსია და ჩაატარა საკუთარი გამოძიება მკვლელობის ღამის ანგარიშების გამოყენებით. მათ გამორიცხეს სახლში თავდამსხმელის შეჭრის შესაძლებლობა, დარწმუნებულები იყვნენ, რომ მკვლელი ოჯახის წევრი იყო. მეტიც, ისინი ამტკიცებდნენ, რომ მკვლელი ბენეტის ძმა, ბურკ რემზი იყო.
2016 წელს ოცი წელი გავიდა მას შემდეგ, რაც ბენეტი სახლში გარდაცვლილი იპოვეს. მიუხედავად იმისა, რომ არავინ დაუკავებიათ, ბოულდერის პოლიციამ განაცხადა, რომ გამოძიება გრძელდებოდა.
ბენეტის მამამ შეიტანა სარჩელი CBS-ის და იმ ადამიანების წინააღმდეგ, რომლებიც მონაწილეობდნენ ორნაწილიან სპეციალურ გადაცემაში გაუხსნელი მკვლელობის შესახებ, რომელიც ეთერში გავიდა 2016 წლის სექტემბერში.
ჯონბენეტის გარდაცვალებიდან 26 წლის შემდეგ ბოლდერის პოლიციის დეპარტამენტმა განაცხადა, რომ დაამუშავა საქმესთან დაკავშირებული 1500-ზე მეტი მტკიცებულება, მათ შორის დნმ-ის თითქმის 1000 ნიმუშის ანალიზი, თუმცა, გამოძიება კვლავ უშედეგოდ მიმდინარეობს.
ბეიკლანდის ოჯახის ისტორია: სიმდიდრე, სიგიჟე და დედა-შვილის მანკიერი კავშირი
ელიზაბეტ ფრიცლი - გოგონა, რომელიც საკუთარ მამას 24 წელი ჰყავდა სარდაფში გამოკეტილი