წარმატებული ქართველი მომღერალი ნუცა ბუზალაძე საზოგადოებაში დიდი პოპულარულობით სარგებლობს. მას სოციალურ ქსელებში 290 ათასზე მეტი გამომწერი ჰყავს, რომლებსაც საკუთარი ცხოვრების დეტალებს ყოველდღიურად უზიარებს და მისდამი ინტერესი კიდევ უფრო გაიზარდა მას შემდეგ, რაც საცხოვრებლად დუბაიში გადავიდა.
ნუცა ამჟამად საქართველოში იმყოფება. ის გიორგი გაბუნიას გადაცემას ესტუმრა და ახალ ცხოვრებასა და კონცერტებზე ისაუბრა. ასევე აღნიშნა, რომ მის კონცერტებს ქართველებიც ხშირად ესწრებიან.
„თეატრში რომ ვმღეროდი, ძირითადად, მიჩვეული ვარ, რომ სულ უცხოელები არიან, ზოგი ბრიტანეთიდან არის, ზოგი - ამერიკიდან და ერთხელ, რომ ვმღეროდი, მახსოვს ქართველების ხმები, ჩემს სახელს ყვიროდნენ. ძალიან მესიამოვნა. ასევე ჯიფსი კინგიც დაესწრო ჩემს კონცერტს და ამან იმხელა მოტივაცია მომცა, რომ 2 სიმღერა ფეხზე იდგნენ, იმხელა ენერგიით ვმღეროდი“, - თქვა მან.
ნუცამ ასევე დუბაიში ცხოვრებაზეც ისაუბრა და თქვა, რომ საქართველოში დაბრუნებას არ აპირებს:
„დუბაიში ცხოვრება ძალიან მომწონს, მაგრამ არ მაქვს პრობლემა, რომ საქართველოში ჩამოვიდე ხოლმე, დუბაიდან თბილისამდე 3 საათი მჭირდება. ახლაც 2 კვირით ვარ ჩამოსული“.
„ვაპირებ, აქ დედაჩემიც ჩამოვიყვანო, მაგრამ ჯერ არა... მარტო ყოფნა მომწონს“ - ნუცა ბუზალაძე საცხოვრებლად დუბაიში გადავიდა
„დილის რუტინა და ჩემი ახალი სახლი დუბაიში“ - როგორ ცხოვრობს ნუცა ბუზალაძე (ვიდეო)