ცოტა ხნის წინ ნიკოლოზ წულუკიძის ოჯახში ტრაგედია დატრიალდა, მისი მცირეწლოვანი შვილი უბედური შემთხვევის შედეგად გარდაიცვალა. ნიკოლოზსა და მის ოჯახს თანადგომა უამრავმა ადამიანმა გამოუცხადა. მათ შორისაა დიზაინერი ლიკა ყაზბეგი, რომელმაც სოციალურ ქსელში ემოციური წერილი გამოაქვეყნა:
„ღმერთო, რა დამავიწყებს ამ კადრს და ნიკას სიტყვებს დღეს სიონში...
თუ ცუდი რამ ხდება ადამიანის თავს და იმ ადამიანს ბევრი ცოდვა აწევს კისერზე, რაღაცნაირად ჟანრის კანონში სვამ ამ ყველაფერს, მაგრამ... ნიკა, შენ რა შუაში იყავი ამ ყველაფერთან?
ვერც გონებით ვაცნობიერებ და ვერც გული იტევს განცდას“ - წერს ის.