უკრაინელი ფოტოგრაფი მარინა კარპი უკვე 10 წელია საქართველოში ცხოვრობს. ის ჯგუფ „მგზავრების“ სოლისტის, გიგი დედალამაზიშვილის მეუღლეა. წყვილს ორი შვილი ჰყავს. მარინა რუსეთის მიერ დაწყებულ ომზე იშვიათად საუბრობს, მისთვის ეს თემა ძალიან სენსიტიურია და ლაპარაკი უჭირს, თუმცა დაბადების დღის წინ მან სწორედ ამ საკითხზე ისაუბრა:
„ჩემი დაბადების დღეა. არ მახსოვს, რომ 11 მაისს ასეთი სევდიანი შევხვედროდი. ჩემთვის საუკეთესო საჩუქარი იქნებოდა უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტა, მშვიდობიანი ცა, ბავშვების შინ დაბრუნება. ძალიან ტრივიალურ რაღაცებს ვამბობ, ალბათ, მაგრამ ჩვენ ყველანი ახლა მხოლოდ ერთ რამეზე ვოცნებობთ: მხოლოდ ჩვენს სახლზე, მხოლოდ ჩვენს საყვარელ ადამიანებზე, მხოლოდ ჩვენს ქვეყანაში ცხოვრებაზე. ასე არასდროს მდომებია ჩემი მეგობრების შეკრება, პინგვინების ცეკვის შესრულება და დაბადების დღის აღნიშვნა, მაგრამ…
მაგარია, რომ თბილისში „მგზავრების“ საქველმოქმედო კონცერტი გაიმართება უკრაინის მხარდასაჭერად. არ ვიცი, რამდენად არის ეს დამთხვევა, მაგრამ ხვალ სითბოს შევიგრძნობ…“ - თქვა მარინამ.
„ასე არასდროს ვყოფილვარ, გული ისე მტკივა... ახლა ჩემთვის სხვა ფერი არ არსებობს, მხოლოდ თეთრი და შავი...“ - უკრაინელი ფოტოგრაფი მარინა კარპი
„წამოსვლაზე აღარ ვსაუბრობთ, რადგან ვიცი, რომ მამაჩემი ბოლომდე უკრაინაში დარჩება“ - მარინა კარპი მამისა და უკრაინაში მიმდინარე მოვლენების შესახებ საუბრობს