ცოტა ხნის წინ გავრცელებულ ვიდეოს, სადაც თამარ გვერდწითელი 9 მაისს, რუსეთში გამარჯვების დღისადმი მიძღვნილ კონცერტზე მღერის, თავად მომღერალი გამოეხმაურა. მის სოციალურ ქსელში განთავსდა ფოტოები, რომლებიც ადასტურებს, რომ ამ დღეს არტისტი საქართველოში იმყოფებოდა, ხოლო ვიდეო, რომელიც გაავრცელეს, დამონტაჟებულია და ხალხში დეზინფორმაციის გავრცელებას ემსახურება.
„გავრცელდა ინფორმაცია, რომ 9 მაისს, რუსეთში გამარჯვების დღისადმი მიძღვნილ კონცერტზე, იმღერა თამარ გვერდწითელმა, რაც არის სრული დეზინფორმაცია. სატელევიზიო ვერსია არის დამონტაჟებული და თამარის ეს გამოსვლა არის შარშანდელი, 22 ივნისის კონცერტიდან ამოჭრილი და ჩასმული.
საქართველოს დამსახურებული არტისტი თამარ გვერდწითელი თვეზე მეტია სამშობლოში იმყოფება. დღეს თბილისში, საკუთარ სახლში მეგობრული და შემოქმედებითი საღამო გამართა ქართველ მუსიკოსებთან, თავისი ბენდის ბიჭებთან ერთად.“ – წერია მომღერლის facebook-ის გვერდზე.
„რას ვიზამთ, ცხოვრება ასეთია...“ - რატომ აუქმებს თამარ გვერდწითელი რუსეთში დაგეგმილ კონცერტებს?
თამრიკო გვერდწითელის მოსკოვური ბინის გამორჩეული ინტერიერი
თამარ გვერდწითელის დიეტა – როგორ დაიკლო მომღერალმა 50 კილოგრამი